31 მარტიდან საქართველოს მასშტაბით საყოველთაო კარანტინი და კომენდანტის საათი ცხადდება

518
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE
IMG.GE

31 მარტიდან საქართველოს მასშტაბით საყოველთაო კარანტინი და კომენდანტის საათი ცხადდება, ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

,,ხვალ დილის 8 საათიდან, ქვეყანაში საყოველთაო კარანტინი ცხადდება. იკრძალება საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი გადაადგილება. ასევე ხვალიდან, 21:00 საათიდან დილის 6 საათამდე, კომენდატის საათი ცხადდება და ყველანაირი გადაადგილება იკრძალება. დანარჩენ დროს დაშვებულია მხოლოდ მსუბუქი მანქანებისა და ტაქსების მოძრაობა. ტაქსის მძღოლებმა მკაცრად უნდა დაიცვან უსაფრთხო გადაადგილების წესები – მანქანაში 3 პირზე მეტი არ უნდა იმყოფებოდეს: ერთი თავად მძღოლი, ორი მგზავრი კი აუცილებლად უკანა სავარძლებზე უნდა მოთავსდნენ. ასევე, იკრძალება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში 3-ზე მეტი პირის შეკრება და 70-წელზე მეტი ასაკის პირთა ქუჩაში გადაადგილება.

აკრძალულია 70 წელს ზემოთ ადამიანებისთვის სახლიდან გასვლა, მათ გასვლის უფლება ეძლევათ მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, იკრძალება როგორც ქვეითად ისე ტრანსპ[ორტით ქალაქში გადაადგილება 21:00 საათიდან დილის 6 საათამდე.”

თქვენი კომენტარი?
IMG.GE