საზოგადოების ნაწილის თვითშეგნება სათანადო დონეზე არ აღმოჩნდა, რის შედეგადაც მივიღეთ კარანტინი და ე.წ. კომენდანტის საათი

175
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE
IMG.GE

დავით ჩიხელიძე – “დემოკრატიული ცვლილებების ცენტრი”-ს ხელმძღვანელი

“არ მინდა უხეშად ვთქვა მაგრამ ფაქტია, საზოგადოების ნაწილის თვითშეგნება სათანადო დონეზე არ აღმოჩნდა, რის შედეგადაც მივიღეთ კარანტინი და ე.წ. კომენდანტის საათი.

სანამ ჩამქოლავთ გაიხსენეთ, რამდენჯერ გახვედით გარეთ უმიზეზოდ, არამიზნობრივად, რითაც საფრთხე შეუქმენით ერთი მხრივ საკუთარ და მეორე მხრივ სხვის ჯანმრთელობას.

რა თქმა უნდა საყოველთაო კარანტინის გამოცხადება არ არის ტრაგედია, რადგან საქმე ადამიანის ჯანმრთელობის და სიცოცხლის დაცვას შეეხება. მოვიდა დრო ყველამ გავიაზროთ პასუხისმგებლობა ერთმანეთის წინაშე, დავემორჩილოთ წესებს, რომელიც დღეს ქვეყანაში მოქმედებს, მაქსიმალურად და ზედმიწევნით დავიცვათ ყველა არსებული რეკომენდაცია, გავუფრთხილდეთ საკუთარ და სხვის ჯანმრთელობა!

შექმნილი მდგომარეობა მივიღოთ მოცემულობად, გამოწვევად რომელსაც ყველანი ერთად გადავლახავთ.  რაც მთავარია, შევინარჩუნოთ სიმშვიდე, პანიკის საფუძველი ნამდვილად არ გვაქვს, რადგან სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს, რომ ეს რთული პერიოდი მაქსიმალურად უმტკივნეულოდ გადავიტანოთ. ჩვენ გავიმარჯვებთ! #დარჩისახლში…”

თქვენი კომენტარი?
IMG.GE