ირაკლი ღარიბაშვილის მიერ დაწყებულმა უაღრესად პოზიტიური ცვლილებემა რწმენა დამიბრუნა – დავით ჩიხელიძე

199
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE
IMG.GE

დავით ჩიხელიძე – დემოკრატიული ცვლილებების ცენტრი”-ს ხელმძღვანელი


“თუ ოდესმე ქართველებს, დიდი და მცირე ომი მოუგია, მხოლოდ და მხოლოდ ერთიანობით, შამქორი, ბასიანი, დიდგორი ტაშისკარი, მარტყოფი და კიდევ ბევრი სხვა, ერთიანობა და ერთიანობა, გახლეჩილი ერი ომს ვერ მოიგებს.

დღესაც ომში ვართ, მაგრამ უხილავ მტერთან ომში. არ ვიცით სად არის, როდის მოვა და ვისთან. თუმცა ომის მოგების მარადიული პრინციპი ერთიანობა, არ იცვლება უხილავ მტერთან ბრძოლის ჟამსაც.

თუ რატომ დამჭირდა ეს მცირე ისტორიული კალამბური, მოგახსენებთ. ამას წინათ სულ სამი-ოთხი დღე არ გასულა, ვწერდი ამ ახალი შავი ჭირის, „კორონა ვირუსის“ შესახებ. გულწრფელად მიხაროდა, რომ ვნახე გაერთიანებული ერი და ბერი, მთავრობა და ხალხი, რომელიც იბრძვის ქვეყნის და მომავლის გადასარჩენად. ხაზი გავუსვი თითქმის ყველა სამთვრობო უწყების კოორდინირებულ, მტკიცე პასუხისმგებლობით აღსავსე მოქმედებებს, მედიკოსების შეუპოვრობასა და პროფესიონალიზმს, პოლიციელების ზუსტ და ეფექტურ საქმიანობას, ასევე ხაზგასმით აღვნიშნე თავდაცვის ძალების გონივრული, ორგანიზებული, პრევენციაზე ორიენტირებული ღონისძიებები, რომელსაც საზოგადოების ფართო ფენების ძალზე პოზიტიური გამოხმაურება მოჰყვა. დასამალი არ არის და სრული ჭეშმარიტებაა, რომ ხალხს უყვარს ჯარი და იმედის თვალით შეჰყურებს.

არ შემიძლია არ აღვნიშნო, თავდაცვის მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ დაწყებული და უკვე ხორცშესხმული, უაღრესად პოზიტიური ცვლილებები, რამაც რწმენა დამიბრუნა, ქართული ჯარის აღმშენებლობისა და რეფორმების მიმართულებით.

ოთხი დღე არ გასულა და ვერ მოითმინეს მავანთ და ე.წ. „ექსპერტ-პატრიოტების“ გამოყენებით, აქტიურად შეუტიეს თავდაცვის სამინისტროს.

ირაკლი ღარიბაშვილს მე არ ვიცნობ და ალბათ არც არის საჭირო. მთავარია რას აკეთებს იგი ქვეყნისთვის და არა ის, ვიცნობ თუ არა მას. დიახ, ვერ მოითმინეს მისი დადებით კონტექსტში წარმოჩენა და ე.წ. ექსპერტების მეშვეობით გამოაცხეს შეკვეთილი სტატიები, თითქოსდა გვარდიაში „კორონით“ დავირუსებულ ხალხს მალავენ: ცუდი სამხედროები მინისტრს უმალავენ ჯარში დაავადებულთა რეალურ მაჩვენებლს და ა.შ.

სტატიებში მინისტრი თითქოს პოზიტიური კუთხით არის წარმოჩენილი, თუმცა ამავე დროს, თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთ დანაყოფში ცალკეულ ხელმძღვანელთა ქმედებები უპასუხისმგებლოდ არის შეფასებული.

ყოველივე აღნიშნული, კარგად ორგანიზებული, მზაკვრული გეგმის ნაწილია, გარკვეულ ძალებს ცუდად ენიშნა თავდაცვის სამინისტროსა და ი.ღარიბაშვილის წვლილის წარმოჩენა, მისი მხარდამხარ დგომა შსს და ჯნდაცვის სამინისტროსებთან ერთად, უხილავ მტერთან ომში.

დიახ მაშინ როდესაც კონსოლიდირებული საზოგადოება ერთად უნდა უტევდეს ამ საყოველთაო უბედურებას, გარკვეულ, თითქოსდა ქვეყანაზე „მზრუნველ ძალებს“ იმის დრო რჩებათ, რომ ლახვარი ჩასცენ თავდაცვის სამინისტროს და მის ხელმძღვანელობას. ამ შემთხვევაში პრინციპი ერთია, მაქსიმალურად გაუფერულდეს სამინისტროს პოტენციალი და პოზიტიური როლი ამჟამად არსებულ გამოწვევებთან საბრძოლველად.

აღნიშნული სპექტაკლისა და ორკესტრირებული შეტევის უკან მდგომ ძალებს, მათ მიერ დაქირავებულ ექსპერტებს საჯაროდ ვეტყვი, დაძლიეთ ბოღმა და შური, გავერთიანდეთ, რათა ერთიანი უწყვეტი ჯაჭვის პრინციპით ვიმოქმედოთ. ნუ ჩაარტყამთ ერთმანეთს ზურგში ლახვარს. როგორც დასაწყისში აღვნიშნე- „მწუხარება სხვისა სიკეთესა ზედა“ ვერასოდეს დაამარცხებს ვერც ხილულ და ვერც უხილავ მტერს.

თავდაცვის სამინისტროს და მის ხელმძღვანელობას კი მოვუწოდებ, არ შედრკეს მსგავსი მუხანათური პასკვილების გამო და გააგრძელოს საზოგადიების სამსახურში ყოფნა გაორმაგებული ენერგიით. ხალხი ბრძენია და ყველაფერს ხედავს- „ცუდსა რად უნდა მტერობა, კარგია მუდამ მტრიანი“

#დარჩისახლში

თქვენი კომენტარი?
IMG.GE