ეს ზოგიერთი ჟურნალისტის გასაგონად – მაია ნიკოლეიშვილი

1462
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE
IMG.GE

სამედიცინო ექსპერტი, ექიმი მაია ნიკოლეიშვილი ფეისბუქში წერს:

1. პანდემიაა. საგანგებო მდგომარეობა და ექიმის გვარი არ უნდა დასახელდეს ტელევიზიით, თუნდაც დადასტურდეს დიაგნოსტიკური შეცდომა.

2. ადამიანი არ არის მანქანა. დიაგნოსტირება და დიფერენციალური დიაგნოსტირება ადამიანთან, ავტოტექმომსახურების სადგურებში ავტომობილის დიაგნოსტირებასთან შედარებით ბევრად რთულია! (ეს ზოგიერთი ჟურნალისტის გასაგონად)

3. საგანგებო მდგომარეობის დროს, საეჭვო ქეისების ჩუმად გარკვევაა საჭირო, და არა პანიკის შექმნა და ექიმების მიმართ უნდობლობის გაღვივება!
პანდემიაა! იმ ტოტს ნუ მოჭრით, რომელზეც ზიხართ! ეს ტოტი ექიმია, რომელიც სიცოცხლის ხესთან კავშირის შენარჩუნებისათვის იბრძვის! – წერს მაია ნიკოლეიშვილი.

თქვენი კომენტარი?
IMG.GE