ეს არის ნაციონალური მოძრაობის მარცხი, რომელსაც სტრასბურგის სასამართლომ სილა გააწნა – დავით ჩიხელიძე

745
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

დავით ჩიხელიძე – დემოკრატიული ცვლიებების ცენტრი”-ს ხელმძღვანელი

“2006 წლის ე.წ. „ციხის ბუნტის“ დროს მოკლული 7 და დაშავებული 22 პატიმრის საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ სიცოცხლის  უფლების მრავლობითი დარღვევა დაადგინა.სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, რომ საქართველოს მთავრობას დაზარალებულების  სასარგებლოდ 80 400 ევროს გადახდა დააკისრა.აღნიშნული გადაწყვეტილება არის არა სახელმწიფოს მარცხი, არამედ ნაციონალური მოძრაობის მარცხი,  რომელსაც სტრასბურგის სასამართლომ მორიგი სილა გააწნა! დღეს ეს ადამიანები გამოდიან და ადამიანის უფლებებზე გვესაუბრებიან, უფლებებზე, რომელიც მათი მმართველობის დროს მხოლოდ ქაღალდზე არსებობდა, რეალობა კი სხვა იყო, ადამიანის უფლებები ყოველდღე ილახებოდა.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც სტრასბურგის სასამართლო ნაციონალურ მოძრაობას დანაშაულის ჩადენაში ამხელს (გავიხსენოთ სულხან მოლაშვილის საქმე და სტრასბურგის  სასამათლოს განცხადება:მის მიმართ ადგილი ჰქონდა არაადამიანურ მოპყრობას, უსაფუძვლო და დაუსაბუთებელ პატიმრობას, უსამართლო სასამართლოს.
გირგვლიანის საქმე, რომლის გამოძიებასაც აშკარად აკლდა საჭირო დამოუკიდებლობა, მიუკერძოებლობა, ობიექტურობა და საფუძვლიანობა და ა.შ.)

რაც შეეხება ე.წ. ციხის ბუნტს, ფაქტია, რომ ადგილი ჰქონდა ადმაიანის უფლებების დარღვევას, მოხდა უდანაშაულო ადამიანების დახოცვა, ათობით ადამიანმა
კი სხეულის მძიმე დაზინება მიიღო, რაც მნიშვნელოვანია, პატიმრების წინაააღმდეგ გამოყენებული იყო ცეცხლსასროლი იარაღი, რაც ლეტალურობის ალბათობას
მნიშვნელოვნად ზრდის.

აღნიშნული ფაქტები მოწმობს, რომ ნაციონალური მოძრაობის დროს სისტემური ხასიათი ჰქონდა ძალადობას, არაადამანურ მოპყრობას, არაპორპორციული ძალის გამოყენებას და ა.შ. მათი (ნაციონალური მოძრაობის) ადგილი ქართულ პოლიტიკაში არ არის!”- ამბობს დავით ჩიხელიძე.

თქვენი კომენტარი?