განათავსე შენი რეკლამა აქ - დარეკე 577 13 11 12 IMG.GE

იტალიაში, ქალაქ მილანში მყოფი ქართველი ქალბატონი, ნუნუ რობაქიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ უკვე მესამე დღეა, რაც მიცვალებულთან ერთად უწევს ცხოვრება, რადგან არავინ მიდის მათთან.

“2020 წლის 3 აპრილი.
ვზივარ და ველოდები როდის გათენდება… მეტად სამწუხაროდ სამშობლოს გარეთ, იტალიაში, მილანში ვარ. ამ ურთულეს კატასტროფულ სიტუაციაში…

სამი დღეა მიცვალებულთან ერთად ვცხოვრობ… ირგვლივ თითქოს სიცოცხლე
აღარ არსებობს… ასე დააზომბირეს მსოფლიო, ხალხები.
ვერვინ გვეკარება , არავინ არ შემოდის , არც არაფერი გაუკეთეს.

მოვაწესრიგე უკანასკნელ გზაზე ყველანაირად, როგორც უვლიან ქართველები მიცვალებულს, სანთლები ავუნთე,  ვილოცე, საგალობლებიც ჩავურთე…მაგრამ, ეს დრო არა და არ გავიდა …

მარტო ძნელი ყოფილა… უკვე სუნთქვა შემეკრა… ფანჯრებს დიდხანს ვერ ვაღებ
რომ არ შეუწყო ხელი ვირუსს, არა და კარანტინში ყოფნა მომისაჯეს მიცვალებულთან ერთად.

არ იციან ეს ქალბატონი რით გარდაიცვალა… დღეს მოვა სპეციალური ჯგუფი წაასვენებს საბრალოს, არავინ ნათესავი და ოჯახის წევრი არ მოდის შიშისაგან…
შევრჩი მე მხოლოდ… ღმერთი არს ჩემთან , ჩემი უსასრულო სიყვარული – ქრისტე ღმერთი.

ასეთი ყოფილა ეს ცხოვრება… – ფული არის ყველაზე ბინძური ბოროტის მანქანა.
სულიერებიდან გამოფიტა მსოფლიო ერები… ადამიანთა სისხლისმსმელებად აქცია.
როდესაც მაღალსულიერების დრო დადგება მას არაფერი არ შეეძლება ,
ის წარმავალია, მხოლოდ სულიერი სიმაღლე გადაგვიყვანს ბოროტისაგან აგებულ ზღურბლზე, რომლის იქით უსასრულო სინათლე და სიყვარულია.

ჯვარი – სამყაროს საყრდენი დაგვიხსნის ყოველი საცდურიდან, ჯვარს მივენდოთ და ჯვრის დაუძლეველობას დავეყრდნოთ!”- წერს ნუნუ რობაქიძე.

ამ თემაზე იხილეთ განახლებული ინფორმაცია:

ახალი დეტალები იტალიაში მცხოვრებ ქართველ ქალბატონზე, რომელსაც 3 დღე მიცვალებულთან ერთად მოუწია ყოფნა

თქვენი კომენტარი?