განათავსე შენი რეკლამა აქ - დარეკე 577 13 11 12 IMG.GE

იტალიაში, ქალაქ მილანში მცხოვრებმა ნუნუ რობაქიძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ 3 დღის განმავლობაში მიცვალებულთან ერთად მოუწია ცხოვრება, თუმცა გარდაცვლილი უკვე გაასვენეს. როგორც ირკვევა, მოხუცი ქალი კორონა ვირუსით სავარაუდოდ არ გარდაცვლილა, ხოლო მიზეზი, რის გამოც მასთან ვერ მიდიოდა გარდაცვლილის შვილი, იყო სიფრთხილე, თუმცა ნუნუ რობაქიძე ამბობს, რომ შორიდან ყველანაირად ეხმარებოდა და ყურადღებასაც აქცევდა.

“უღრმესი მადლობა ძვირფასო ქართველებო , მე კარგად ვარ, ვფიქრობ,ასეთი რთული ვირუსით არ გარდაცვლილა ეს ქალბატონი, მაგრამ დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე, დავწერე ეს პოსტი.

იტალიაში მიცვალებული საერთოდ ტრადიციულად სახლში არ ასვენია, ესაა გარე მდგომარეობის გამო. შიში ჰქონდათ ახლობლებს, შორიდან კი გვაქცევდა
შვილი ყურადღებას, გარდაცვალების დღეს არ მოხერხდა არსად გადაყვანა უადგილობის გამო, ამიტომ ვიყავით ერთად, ქართული წესით გაემგზავრა იმ ქვეყნად,მაგრამ რთული იყო მაინც მარტო ყოფნა, ამდენი წლის შემდეგ ხომ არ დავტოვებდი ოჯახს განსაცდელში, ან მე გავსულიყავი ვინ მიმიღებდა სადმე,
ყველაფერი დაკეტილია.

როცა ეჭვია მიცვალებაში, უნდა შევგუებოდი სიტუაციას, დღეს კი წაასვენეს, ნათელი დამკვიდროდეს ბეატრიჩეს სულს. მოუთმენლად ველოდი გათენებას ნამდვილად…
ამიტომ დავწერე ის ტექსტი, თუ ასეთი ამბავი იქნებოდა არ ველოდებოდი, მაპატიეთ!

 ამ ქალბატონის შვილიძალიან ყურადღებით მომექცა, თქვენ ყოველთვის ასეთი იყავითო, ახლა კი სასწაული ჩაიდინეთო, შვილზე მეტად დააფასეთ
ჩემი მშობელიო და ნამდვილად, როგორც საყვარელ დედას ასე დაეხმარეთო, არასოდეს არ დაგტოვებთ ქუჩაშიო, თქვენ ჩემი ოჯახის წევრი ხართო, ჩემს ოჯახში ყველას უყვარხართო. ესაა ჩემთვის მნიშვნელოვანიო.

პრივატო ბინაში ვცხოვრობთ და სამი თვის გადაიხადა კიდევ ივნისის ბოლომდე, მადლობა ყურადღებისათვის ყველას, დღევანდელი სიტუაციის გამო მოხდა ყოველივე, ყოველი წესი დაირღვა მსოფლიოში, შოკში და შიშში ჩავარდა ერები,
ამის გამო დავწერე და არა ამ ქალბატონის ახლობლებზე.

ამ ქალბატონის შვილი კი,ყოველთვის ყურადღებიანი იყო და არის. დაგლოცოთ ჩემო ქართველებო ქრისტე ღმერთმა და გაგაძლიეროთ თითოეული !
გვიწინამძღვროს, ქართველი ერის სიქადულმა, ღმერთშემოსილმა წმინდა მამა გაბრიელმა, ამენ” – წერს ნუნუ რობაქიძე.

თქვენი კომენტარი?