MULTIMEDIA.GE - გადამოწმებული ახალი ამბები გასაგებ ენაზე

„იმისთვის, რომ ყველა ბარიერი მოვხსნათ და საქართველოს მოქალაქეებისთვის სამაშველო ოპერაცია ჩავატაროთ, ჩვენ მზად ვართ, შესაბამისი თანხა გადავურიცხოთ ხელისუფლებას ერთადერთი პირობით – ხელისუფლებამ უკრაინულ ავიაკომპანია SkyUp – თან ხელშეკრულება უნდა გააფორმოს”– ეს განცხადება ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძენ გააკეთა.

“თუ მთავრობა ამ ჩვენს გულწრფელ წინადადებას დათანხმდება, პოლიტიკურ ქულებს მთლიანად საზოგადოება დაიწერს, რომელიც აღმოაჩენს, რომ პოლიტიკური ბარიერის ორივე მხარეს ის ძალები დგანან, რომლებსაც ძალიან კარგად ესმით თავიანთი ვალდებულებები და პასუხისმგებლობა საქართველოს მოქალაქის და ჩვენი სახელმწიფოს მიმართ. თუ ხელისუფლება ამ შეთავაზებას არ მიიღებს, მაშინ თავის თავზე იღებს პასუხისმგებლობას იმ მოქალაქეების ბედზე, რომლებიც საზღვარგარეთ შრომობდენ, სამშობლოში ყოველ წელს 1,5 მილიარდ დოლარს რიცხავდნენ და ახლა გაუსაძლის პირობებში აღმოჩნდნენ“ – განაცხადა ვაშაძემ.

 

თქვენი კომენტარი?