MULTIMEDIA.GE - გადამოწმებული ახალი ამბები გასაგებ ენაზე

ლალი მოროშკინას პოსტი სოციალურ ქსელში:

“მორჩა, დამთავრდა! რამდენი რამე დამთავრდა! გადაიღალა მოდის სამყარო და “შემოყარა” ბევრი ფეიკ ესთეტიკა, გადაიღალა მწერლობა და “შემოყარა” ბევრი კვაზი შედევრი…

გადაიღალა მხატვრობა და მალევიჩის შავი კვადრატის ფეხდაფეხ “შემოყარა” ბევრი ტოტალური უაზრობა, რომელიც ჭკვიანი სახით უნდა გეთვალიერებინა და შენი ქვეცნობიერისთვის გემტკიცა, რომ “რაღაცაში” ერკვევი… გადაიღალა საფეხბურთო მოედანი 22 უაზროდ მორბენალი მილიონერისგან,

გადაიღალა “გინესის რეკორდი” ამდენი “ყველაზე მოკლე ასო”, “ყველაზე გრძელი ფურთხი”-ს შეჯიბრით, გადაიღალა ზღვა მუდმივად ჩვენი ნაგვის გადამუშავებით, დაიღალა უთოვლო მთა ამდენი მცოცავი იდიოტისგან, დაიღალა დედამიწა 7 მილიარდი მუქთახორის წიკვით..

ვივა ახალ ყოფას! ქალი-ქალია, კაცი-კაცია, მათი შერწყმა-მომავალია, მოდა სპორტულია, სპორტი-იაფია, ექიმი-დაფასებულია, მიწა-წყალი-სიმდიდრეა, ეკლესია დედაა, დედა-ეკლესიაა, ჩინური ფეიკი-სასჯელია! ჯამი-ჭურჭელია.
მადლობა 2020!“- წერს ლალი მოროშკინა.

თქვენი კომენტარი?