MULTIMEDIA.GE - გადამოწმებული ახალი ამბები გასაგებ ენაზე

საქართველოს პრეზიდენტმა სოციალური ქსელის პირად გვერდზე გააზიარა სულხან-საბას ლექსიკონიდან რამდენიმე სიტყვა, რასაც გაუგებრობა მოჰყვა,მეტიც, ბევრმა ვერც კი გაიგო რას წერდა ის, მათ შორის იყო ინგა გრიგოლიაც.  რის გამოც სალომე ზურაბიშვილმა განმარტება გააკეთა და დაწერა:

“უკაცრავად, ჩემ მიერ შექმნილი უნებლიე აჟიოტაჟისთვის, მინდოდა გამეზიარებინა მართლაც უაღრესად მდიდარი ენის ნიმუში და საინტერესო ამონარიდი სულხან საბა ორბელიანის ლექსიკონიდან…

ამ მძიმე დღეებში მიმაჩნდა, რომ ცოტაოდენ განმუხტვა გვჭირდებოდა და მინდოდა ბიძგი მიმეცა სხვისთვისაც საკუთარი წაკითხული წიგნიდან, ასევე გაეზიარებინა რამე აღმოჩენა… თურმე ეს გაუგებარი ყოფილა და … სალანძღავიც კი გახდა ….
ეს არაფერი, ამას მივეჩვიე და ამით ვეღარ გამაკვირვებთ!

უფრო გასაკვირი აღმოჩნდა ის, რომ საკუთარი ქართული ენის გამო სულხან საბა გაილანძღა და ტელეგადაცემის უცნობი გმირიც გახდა… ეს კი თავისავად კარგი შედეგია … ტელესკოლამ ეს უნდა აიტაცოს!”- წერს სალომე ზურაბიშვილი.

პოსტი, რომელიც პრეზიდენტმა გააზიარა და რასაც აურზაური მოჰყვა.

თქვენი კომენტარი?