MULTIMEDIA.GE - გადამოწმებული ახალი ამბები გასაგებ ენაზე

“ცოდნის კაფის” დამფუძნებელი ნანა ბაგალიშვილი ქიზიყელ კაცზე წერს, რომელიც სიკეთეს, ყოველგვარი ხმაურისა და მედიის დახმარების გარეშე აკეთებს:

“წნორელ მეწარმეს, ავთო ტუხაშვილს დავურეკე 500 კილოგრამი ფქვილის ყიდვა გვინდა ხანდაზმულებისთვის და ხომ გაქვთ მეთქი.

გაითვალისწინეთ, მაგ ფულს მე არ გამოგართმევთ და სხვა ხანდაზმულებს მოახმარეთო.

ტირილი წამსკდა, ყელში ხმა აღარ ამომივიდა და გავუთიშე. მადლობა ვერ გადავუხადე. 

დიდი კომპანიების რეკლამებს ვხედავთ, ვის როგორ ეხმარებიან და ამ კაცმა 3 დღის წინ 80 ოჯახს საზღვრისპირა სოფელში მიუტანა საკვები. ვინმემ გაიგეთ? ვერა, ჰოდა იცნობდეთ. სასწაული ადამიანი და საოცარი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე მეწარმე გვყვავს ქიზიყელებს!”– წერს ნანა ბაგალიშვილი.

თქვენი კომენტარი?