ბიძინა ივანიშვილმა კორონა ვირუსის ბრძოლის წინააღმდეგ შექმნილ ქართულ ფონდში 100 მილიონი გადარიცხა

1123
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ოჯახმა StopCoV ფონდში 100 მილიონი ლარი ჩარიცხა. თანხა ფონდის ანგარიშზე გუშინ გვიან ღამით აისახა. StopCoV ფონდის ანგარიშზე ამ დროისთვის 124 543 899 ლარია მობილიზებული.

StopCoV ფონდი მარტის დასაწყისში შეიქმნა და მასში აკუმულირებული თანხა
იდენტიფიცირებული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად მიემართება.

ფონდში შენატანები განახორციელეს როგორც კომპანიებმა, ისე ფიზიკურმა პირებმა.

თქვენი კომენტარი?