საჭესთან მჯდომმა მამაომ პირჯვარი გადაწერა სამხედროებს და თერმოსკრინინგის გარეშე წავიდა – გიორგი მშვენიერაძე

576
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

საჭესთან მჯდომმა მამაომ პირჯვარი გადაწერა სამხედროებს და თერმოსკრინინგის (სიცხის გაზომვის გარეშე) წავიდა”– ამ ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაცია “საქართველოს დემოკრატიული ინიცატივის” თავმჯდომარე გიორგი მშვენიერაძე ავრცელებს ფეისბუქში.

“გუშინ, სოფლიდან ქუთაისში ვბრუნდებოდი. ქუთაისის შესასვლელთან, რიონში, ბლოკპოსტია მოწყობილი. გაგვაჩერეს, უნდა შეგამოწმოთო. ზრდილობიანად მთხოვეს სპეციალურ კარავში შესვლა, სიცხე გამიზომეს, სპეციალური კოდი მომცეს და გამომიშვეს.

ხო და ეს ამბავი იმდენადაა საინტერესო, რამდენადაც ჩემი წინა ავტომობილი მორჩილა ჯიპი იყო, ისიც გააჩერეს, საიდანაც საჭესთან მჯდომმა მამაომ პირჯვარი გადაწერა სამხედროებს და თერმოსკრინინგის გარეშე წავიდა. ღმერთო, შენ მაინც ნუ გაგვწირავ.”- წერს მშვენიერაძე.

თქვენი კომენტარი?