MULTIMEDIA.GE - გადამოწმებული ახალი ამბები გასაგებ ენაზე

ორგანიზაცია “დემოკრატიული ცვლილებების ცენტრი”-ს ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე ეხმიანებია ბიძინა ივანიშვილის მიერ, კორონა ვირუსის ბრძოლის წინააღმდეგ შექმნილ ქართულ ფონდში 100 მილიონი ლარის ჩარიცხვას.

“დღეს ბიძინა ივანიშვილმა კიდევ ერთელ გვაჩვენა, რომ მისთვის უმაღლეს ღირებულებას საქართველო და ადამიანი წარმოადგენს. ივანიშვილმა 100 მილიონი ლარის კონტიბუცია მოახდინა, რაც ვირუსთნ ბრძოლას და ქვეყნის ეკონომიკის სტაბილიზაციას მოხმარდება. კითხვა სად არის ივანიშვილი აქტუალური აღარ არის, ყველამ დავინახეთ, რომ ივანიშვილი ქვეყნის სადარაჯოზე დგას და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე მყისიერ რეაგირებას ახდენს!

მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყანა ისურვებს, ყავდეს ისეთივე სტაბილური და საიმედო დაზღვევა, როგორიც ივანიშვილის სახით ჩვენს ქვეყანას ჰყავს! ივანიშვილების ოჯახის მიერ განხორციელებული ქველმოქმედება ნამდვილად უპრეცენდენტოა, არამხოლოდ საქართველოს მასშტაბით, არამედ მსოფლიოსთვის. (საერთო ჯამში ქველმოქმედებაზე 3 მილიარდზე მეტი აქვს დახარჯული)

სამწუხაროდ ქვეყანაში გვყავს არა ოპოზიცია, არამედ სააკაშვილის მიმდევართა ჯოგი, რომლისთვისაც მთავარ მამოძრავებელ ძალას მავნებლური რიტორიკა წარმოადგენს. მივმართავ სექტას, ხომ ხართ პირველები გინებასა და ცილისწამებაში? ახლა კეთილი ინებეთ და მადლობის თქმაში უკანასკნელნი მაინც იყავით, ამით ადამიანური სახის შენარჩუნებას შეძლებთ. ის რაც ივანიშვილმა გააკეთა, არ გაკეთებულა კონკრეტული პარტიისთვის ან ადამიანისთვის ის თითოეულ ჩვენგან დაეხმარა, მიუხედავად პოლიტიკური კუთვნილებისა. რაც მის მაღალ ადამიანურ ღირებულებებზე და მაღალ მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობაზე მეტყველებს”- აცხადებს დავით ჩიხელიძე.

თქვენი კომენტარი?