ბოლო ამბები
25/01/2025

საქართველოში მომხმარებლებს უფრო მეტად თავს ესხმიან “ფიშერები”, სომხეთში კი “სკამერები” – “კასპერსკის ლაბორატორია”

გაზიარება

„კასპერსკის ლაბორატორიის“ მონაცემებით, 2022 წელს კომპანიის უსაფრთხოების გადაწყვეტილებებმა დაბლოკა 249 629 მომხმარებლის მცდელობა საქართველოში და 239 197 სომხეთში, გადასულიყვნენ ფიშინგ რესურსებზე სახლის მოწყობილობებიდან.

თავდამსხმელები აქტიურად იყენებენ ამ ტექნიკას: ეს საშუალებას აძლევს მათ გაიტაცონ ანგარიშები, შეაგროვონ კონფიდენციალური მონაცემები და მოიპარონ საბანკო ბარათის მონაცემები. ფიშინგი, რომელსაც მიზანში ჰყავს ამოღებული სოციალური ქსელების მომხმარებლები, საშიშია, რადგან ფიშერებს შეუძლიათ მიიღონ წვდომა არა მხოლოდ თავად პლატფორმაზე, არამედ მასთან დაკავშირებულ სერვისებზეც.

ბიზნესის ფიშინგი. ფიშერები ხშირად მიზანში იღებენ კომპანიებსაც. ამგვარად, საქართველოში 2022 წელს დაბლოკილი იქნა 117 081 მცდელობა, როცა კორპორატიული მომხმარებელი გადადიოდა საეჭვო ლინკსა და წერილზე.

სომხეთში ამ რიცხვმა 106 354 შეადგინა. ამავდროულად, ჩვეულებრივი ერთეტაპიანი თავდასხმების მაგივრად წელს გამოჩნდნენ მრავალეტაპიანი თავდასხმები. პირველ წერილში ფიშერები პოტენციური კლიენტის სახელით ითხოვენ ინფორმაციის დაზუსტებას საქონლისა და მომსახურების შესახებ. თუ მსხვერპლი პასუხობს ასეთ ელ.წერილს, თავდამსხმელები პირდაპირ გადადიან ფიშინგზე, სოციალური ინჟინერიის მეთოდების გამოყენებითაც კი.

თაღლითობა (სკამერი). 2022 წელს საქართველოში Kaspersky-ს გადაწყვეტილებებმა დაბლოკეს თაღლითურ რესურსებზე გადასვლის 10430 მცდელობა, სომხეთში – 33142. გასულ წელს პოპულარული სატყუარა იყო „აქციები“, ვითომდა დიდი ბანკების სახელით. ყალბი გვერდის ვიზიტორს სთავაზობდნენ მიეღო ერთჯერადი დახმარება ან შეევსო გამოკითხვა მომსახურების ხარისხის გასაუმჯობესებლად საფასურის სანაცვლოდ. ამავდროულად, სკამერები იყენებენ სხვადასხვა ხრიკს მსხვერპლის სიფხიზლის მოსადუნებლად: კომპანიის ლოგოები, გარანტია, რომ ყველა აქცია არის ოფიციალური და არ არის თაღლითური, წინადადების დეტალური აღწერა, რითაც ის უფრო ემსგავსება ორგინალს. აი ეს არის სკამერის, ფიშინგის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სახეობის, დამახასიათებელი ნიშნები.

კიბერ საფრთხეებისგან თავის დასაცავად, Kaspersky გირჩევთ დაიცვან შემდეგი წესები:

არ მიჰყვეთ საეჭვო ბმულებს წერილებიდან, შეტყობინებებიდან მყისიერ შეტყობინებებში ან SMS-ში; რეგულარულად დააინსტალირეთ განახლებები ოპერაციული სისტემისა და აპლიკაციებისთვის;

ჩამოტვირთეთ აპლიკაციები მხოლოდ ოფიციალური მაღაზიებიდან;
გამოიყენეთ რთული და განსხვავებული პაროლები ანგარიშებისთვის;
არ მისცეთ აპლიკაციებს წვდომა იმ ფუნქციებზე, რომლებიც მათ არ სჭირდებათ;
დააინსტალირეთ საიმედო უსაფრთხოების გადაწყვეტა, რომელიც გაგაფრთხილებთ პოტენციურად საშიში საიტის შესახებ, ისეთი როგორცაა Kaspersky Internet Security.
გარდა ამისა, კომპანიებს მოუწოდებენ ჩაატარონ ტრენინგები, რომლებიც გაზრდის თანამშრომლების კიბერცოდნას.

მაგალითად, ავტომატიზირებული Kaspersky ASAP პლატფორმა ეხმარება უსაფრთხო ქცევის უნარების განვითარებას და მდგრადი ჩვევების ჩამოყალიბებას. გადაწყვეტილება საშუალებას მოგცემთ შეაფასოთ თანამშრომლის ამჟამინდელი ცოდნა კიბერუსაფრთხოების სფეროში, დაადგინოთ, ამის შესაბამისად, უნარ-ჩვევების ნაკრები, რომელიც მას სჭირდება სამუშაო მოვალეობებისა და რისკის პროფილიდან გამომდინარე, ისევე როგორც შეადგინოთ პროგრამის გავლის გრაფიკი.

სხვა ამბების წაკითხვა