განათავსე შენი რეკლამა აქ - დარეკე 577 13 11 12 IMG.GE

მომღერალი სოფო ბედია ეხმიანება ვიდეოკლიპს კორონა ვირუსთან დაკავშირებით, რასაც საზოგადოების ნაწილის მხრიდან დამცინავი და შეურაცხმყოფელი კომენტარები მოჰყვა:

“ჩემო მეგობრებო პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ ეს სიმღერა იყო გამახნევებელი, კეთილი და თბილი მესიჯი ჩვენი საზოგადოების მიმართ! ჩემი იდეა იყო რომ ამ თემაზე შექმნილიყო სიმღერა და ხალხი დადებითად განგვეწყო! კატეგორიულად ვამბობ, რომ ეს არ არის პოლიტიკური კლიპი! სრულიად უკაპიკოდ, უანგაროდ გაკეთებული სიმღერა და კლიპია! რასაც ვუყურებ და ვისმენ მოგიწოდებთ ყველას თუ კლიპის ხარისხი და თავად კლიპი არ მოგწონთ, რომელიც ნაჩქარევათ დაამონტაჟა ბესო კვარაცხელიამ სრულიად უსასყიდლოდ და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობით!

გამოჩნდით და შემეხმიანეთ ის კლიპმეიკერები, ვინც უსასყიდლოდ და უკაპიკოდ გადაიღებთ უკეთესს და ხარისხიანს! ძალიან გთხოვთ ნუ აკერებთ პოლიტიკურ სარჩულს! აქ არაფერ შუაშია არც ერთი პარტია, მინდოდა კეთილი სურვილები გაგვეშვა ჩვენი ხალხისთვის ამ ძნელბედობის ჟამს და გამოიყენეს ბოროტად ეს ყველაფერი ზოგზოგიერთებმა და პოლიტიკური სარჩული დაუდეს!კატეგორიულად უარვყოფ სიმღერისა და კლიპის პოლიტიკასთან კავშირს!”- წერს სოფო ბედია.

იხილეთ ვიდეო:

თქვენი კომენტარი?