რაღაცის თქმა მინდა და ყური დამიგდეთ – ვახო სანაია

2020
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE
IMG.GE

ტელეწამყვანი ვახო სანაია სოციალურ ქსელში წერს:

“აი რაღაცის თქმა მინდა და ყური დამიგდეთ. უკეთილშობილესი სტატუსი დავწერე – ეს ფრაზა ბოლოს დავამატე, როცა გადავიკითხე კლიპის ამბავზე გაგვეცინა ძალიან ბუნებრივი რეაქცია.

პოლიტიკურ კონტექსტს რაც შეეხება, ჰო ალბათ ამან ოდნავ მეტი მოტივაცია მისცა ხელისუფლების მოწინააღმდეგეებს ,,შური ეძიათ” სალომეს მხარდამჭერი ,,ორმოცდარვა” კლიპში მონაწილეობისთვის და ზოგადად ხელისუფლების მხარდაჭერის გამო, მაგრამ ზუსტად ვიცი, გუშინდელ კლიპზე გაეცინებოდა ყველას – ქოცს, ნაცს, შუაშისტს, მემარჯვენეს, მერმარცხენეს.

ასეთი რამ ამ ფეისბუქში იშვიათად ხდება. აი პირბადის ამბავიც სასაცილო იყო, მაგრამ მანდ უფრო მეტად ერია პოლიტიკური მოტივაცია “ოცნების” მოწინააღმდეგეების მხრიდან, მაგრამ ბევრმა ამ ამბავზე მართლა გულწრფელად გაიცინა. ნუ სასაცილოდ გამოიყურება ეგ პირბადე და რა ვქნათ, მაგრამ თუ შედეგიანი აღმოჩნდება ვირუსის წინააღმდეგ, მაგას რა სჯობს. ისედაც სასაცილოები ვართ უკვე და პირბადის ვიზუალს ვინ დაეძებს. იცინოს ამ ხალხმა თქვენ კიდევ. განა ხშირად ვიცინით?!

რატომ დავწერე ამდენი, თან ეს მხოლოდ შესავალი იყო, რა გვჭირს ხალხო, ყველაფერზე ნერვების გლეჯა ხომ არ შეიძლება, თან ეს ხშირად არ არის გულწრფელი. მოჩვენებითია. როლში ვართ.

კაი, ჰო, გადაიღეს კლიპი, რომელიც სასაცილო იყო. ამ კლიპის ავტორებმა და მასში მონაწილეებმაც უნდა გაიცინონ ამ ამბავზე. იმდენი სასაცილო რამ გამიკეთებია და ბოლოს მეც გამიცინია. აი ბულინგია და ნუ დასცინით, ნუ კაი, ხალხო, კაი. ბულინგი არა ისაა. ხომ არ სრულდება ამით ამ მომღერლების კარიერა. ვიცით, რომ ბევრ მათგანს უკეთესი ნამუშევარიც ჰქონია და კარგადაც მღერიან.

ვის გამოსვლიათ ყველაფერი კარგად. ცოტა ლაღად ყველანი. რა უბედურებაა. განა არ ვიცით, რომ თემურ თათარაშვილი ერთ-ერთი საუკეთესო მომღერალია საქართველოში. უმაგრესად მღერის ზოგადად, მაგრამ ახლა აღმოჩნდა სასაცილო კლიპში. ნუ აი დაიქცა ქვეყანა?! ის ადამიანიც უკეთესს გადაიღებს ხვალ. თან ალბათ სწრაფად უნდა გადაეღო, არ ექნებოდა ბევრი დრო. იმდენი საშინელი სიუჟეტი გამიკეთებია ცხოვრებაში. ან ვერ ვასწრებდი, ან კადრი არ მქონდა საკმარისი და ა.შ. საავტორო უფლებებზე რომ უჩივიან, ეგეც სასაცილო ამბავია. კაი რა, გამოიყენა კადრები, რა მოხდა მერე? 


მანამდე იყო დიანას ამბავი. სიმართლე გითხრათ, პირველ ნახვაზე მაგრა გამეცინა. გასაგებია, რომ ისე მოხდა, როგორც მოხდა. განმარტა ჟურნალისტმა, ბოდიში მოიხადა, მაგრამ რაღაც პონტში სასაცილო ამბავიც იყო. არ ვიცი, შეიძლება, მე ვარ ასე. მაგალითად, ეგზორციზმზე კინოთეატრში ფილმს რომ ვუყურებ ხოლმე, ვკვდები სიცილით. საშინელებათა ფილმებზე ზოგადად სულ მეცინება. ჰოდა რას ვამბობდი. აი აღშოფოთებული ხალხი, როგორ გათიშა ბასილ კობახიძე და ასე შემდეგ. მგონია, რომ არ არის ეგ ბოლომდე გულწრფელი რეაქცია. შეცდომა იყო ჰო, მაგრამ კიდევ არა ერთხელ გამოჩნდება და მოვუსმენთ. ნუ ბოლოს და ბოლოს დაურეკეთ სკაიპში და ესაუბრეთ.

არ ვიცი, შეიძლება, მე ვუყურებ ცხოვრებას მარტივად. როდესაც ჩემ შესახებ კომენტარებს ან სტატუსებს ვკითხულობ, ძირითადად მეცინება. ჩემ გარშემო ყველამ იცის, რომ ნერვი არ მიტოკდება. თუ რამე ჭკვიანური წერია, შეიძლება, გავითვალისწინო. თუ არადა მკიდია და ვიცინი 

გავამარტივოთ რა. ნუ ვიცით ეს ყველაფრის დრამაში გადაყვანა. აი როცა ასეთ რაღაცებს ჩვენი ფულით აკეთებენ, მანდ უნდა გავბრაზდეთ. ნუ, ბოლოს რაღაც სერიოზულიც ხომ უნდა მეთქვა. მიყვარხართ და ნუ იგლეჯთ ნერვებს, თქვენი ჭირიმე რა.”- წერს ვახო სანაია.

თქვენი კომენტარი?
IMG.GE