MULTIMEDIA.GE - გადამოწმებული ახალი ამბები გასაგებ ენაზე

ექიმ კონსტანტინე მათითაშვილის პოსტი სოციალურ ქსელში:

არის საზოგადოების ნაწილი ვისაც არ ესმის ან “განსვავებული” აზრი სურს დააფიქსიროს ან უბრალოდ “კაი ტიპობს”… ვინც ამბობს, რომ კარანტინი და მასთან ასოცირებული სხვადასხვა შეზღუდვები არის “მარტივად” რომ ვთქვათ არასწორი ქმედება.

“გეტყვით: ვაქცინისა და წამლის არარსებობის შემთხვევაში კარანტინი ერთადერთი ისტორიულად და დღეს არსებული “მკურნალობის” გზაა!

კიდევ გეტყვით: ვირუსის ნაწილობრივი შეკავება და დაბალი რიცხობრივი მაჩვენებლებით გადატანა არის მეტად მნიშვნელოვანი!

კიდევ: ეს ვირუსი ახალია – რას გვიმზადებს და როგორ შეიცვლება არ ვიცით…

იარეთ მერე სამსახურებში მარტომ და მოთავსდით კლინიკებში ( თუ კი ადგილი იქნება ) ჯგუფურ-კლასტერებად, “ნეტა ვინ გადარჩება”-ს ლატარეის თამაშით, შეგეძლებათ ფსონებიც დადოთ  და ეკონომიკაზეც ისაუბროთ…

იგივე ეხება “ფანატიკოს” მრევლს და სამწუხაროდ ფსევდო-უმრავლესობაში მყოფ ეკლესიის მსახურ – “მასპინძლებს” !

ვირუსმა ძლიერი სახელმწიფოები დააჩოქა და ისინიც კი კარანტინით აღწევენ თავს. ჰოდა მორჩით ამ ვითომ ” სხვა ხედვების” ფრქვევას და 5-6 კვირა გაძელით როგორმე.

ეს ძალიან მოკლედ, თორემ უამრავი არგუმენტის მოყვანა შეიძლება… და “ჭკვიანური” საუბრები კიდევ.

ახლა მაგის დრო არაა, ამ ეტაპზე კარანტინი და მკაცრი ზომებია საჭირო, რაც მეტ-ნაკლებად, ავად თუ კარგად, მაგრამ ხორციელდება … მერე ვნახოთ!”– წერს კონსტანტინე მათითაშვილი.

თქვენი კომენტარი?