MULTIMEDIA.GE - გადამოწმებული ახალი ამბები გასაგებ ენაზე

ტელეკომპანია “postv” განცხადებას ავრცელებს. საკითხი ეხება შალვა რამიშვილის გადაცემის სტუმარ, ექიმ დავით ნანობაშვილის მიერ, ნიკა გვარამიას შესახებ გაკეთებულ კომენტარს, რომელშიც მან თქვა, რომ ის არ უმკურნალებს გვარამიას, მისი პოლიტიკური შეხედულების გამო. “postv” მის ამ პოზიციას არ ეთანხმება და მიუღებელია.

“ა.წ. 10 აპრილს „პოსტივის“ პირდაპირ ეთერში ექიმმა დავით ნანობაშვილმა ნიკა გვარამისათან დაკავშირებით გააკეთა ჩვენი ტელეკომპანიისთვის მიუღებელი განცხადება.

ტელეკომპანია პირდაპირი ეთერის გამო მოკლებული იყო შესაძლებლობას მაყურებლამდე არ მისულიყო ბატონი ნანობაშვილის გამონათქვამი, თუმცა გადაცემის წამყვანებმა მაშინვე დააფიქსირეს მკვეთრი უარყოფითი დამოკიდებულება აღნიშნული განცხადების მიმართ.

გვესმის რომ ემოციურ ფონზე ადამიანმა შეიძლება დაუშვას გადაცდომა, თუმცა მსგავსი ტიპის გამონათქვამები ეწინააღმდეგება ჩვენი ტელეკომპანიის მსოფლმხედველობას და ცალსახად მიუღებელია.”– ნათქვამია განცხადებაში.

თქვენი კომენტარი?