დიდად არ მიყვარს მკვეთრი განცხადებების გაკეთება, მაგრამ ეს ის მომენტია, როდესაც თავს ვერ შევიკავებ, რადგან ყველაფერს აქვს საზღვარი. აქ არც “ოცნებაზე” ვსაუბრობ და არც “ნაცობაზე” – აქ პატივისცემაზე მინდა ვისაუბრო, იმ პატივისცემაზე, რომელიც ამ ადამიანებს არ გააჩნიათ და არ იციან, სად, რა უნდა გააკეთონ, ან როგორ მოიქცნენ.”- წერს პროდიუსერი ნინო შალამბერიძე და ეხმიანება 9 აპრილს დაღუპულთა მემორიალთან მომხდარ ინციდენტს, როდესაც, საპროტესტო აქციის მონაწილეებმა “ქართული ოცნების” წარმომადგენლებს შეურაცხყოფა მიაყენეს და მათი მიტანილი ყვავილები დააზიანეს.
“როგორ შეიძლება გმირებს მოექცე ასე უნამუსოდ შეურაცხყო მათი ხსოვნა იმ საქციელით, რაც იქ გაურკვეველი წარმოშობის აქტივისტებმა გააკეთეს.
ყვავილები გაანადგურეს, ყვიროდნენ, შეურაცხყოფას აყენებდნენ ადამიანებს. მათ არც სამშობლო უყვართ და არც გმირების ფასი იციან. ამიტომ, ტყუილად ცდილობენ გამოჩნდნენ გულანთებულ ქართველებად და გმირებად.
არა,ისინი საქართველოს მტრები არიან. მტრები, რომლებსაც ამ ქვეყნის პატივისცემა დაკარგეს და მხოლოდ სიძულვილი ამოძრავებთ”- წერს ნინო შალამბერიძე.
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს


