MULTIMEDIA.GE - გადამოწმებული ახალი ამბები გასაგებ ენაზე

სოსო მანჯავიძე


“ძალიან ბევრი მოსაზრება ისმის საპატრიარქოს პოზიციის შესახებ.. საპატრიარქო არ არის ეკლესია. ის საეკლესიო მმართველობაა. ეკლესია არის მორწმუნე ადამიანთა ერთობა, რომელიც შედგენა ერისა და სამღვდელოებისაგან.

ამიტომ საპატრიარქოს არ შეუძლია უბრძანოს მორწმუნეებს,რომ ისინი სააღდგომო წირვაზე არ მოვიდნენ. მაგრამ ის ითვალისწინებს არსებულ მდგომარეობას და მოუწოდებს მორწმუნეებს არ დაარღვიონ კანონი, თუ მოვლენ ტაძარში, დარჩნენ იქ საღამოს 21-დან დილის 6 საათამდე.

ის ასევე მოუწოდებს მათ, ვინც ასაკიანია, ვისაც გაუჭირდება 9 საათი ღია ცის ქვეშ დგომა, ვისაც რაიმე ავადობა აქვს,ბავშვებს და ორსულებს, რომ სახლში დარჩნენ.
მოკლედ, საპატრიარქო მრევლს სიფრთხილსკენ მოუწოდებს. ცალკეულ მეუფეებზე ვერაფერს გეტყვით.”

თქვენი კომენტარი?