25/10/2026ახალი ამბების ვებ საიტიმთავარი
თბილისი--:--:--
☀--°Cამინდი იტვირთება
₾ ვალუტა
ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსიკურსი იტვირთება…
მონაცემები იტვირთება…
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი
მთავარი / MULTIMEDIA.GE
MULTIMEDIA.GE

სუს-მა დააკავა მისი ყოფილი და ამჟამად შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, რომელსაც საიდუმლო ინფორმაციის გატანაში ადანაშაულებენ

MULTIMEDIA.GE•
სარეკლამო ბანერი

სუს-მა დააკავა მისი ყოფილი და ამჟამად შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, რომელსაც საიდუმლო ინფორმაციის გატანაში ადანაშაულებენ. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს:

“სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გენერალურმა ინსპექციამ შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციასთან ერთად, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების ფარგლებში, სუს-ის ყოფილი და ამჟამად შინაგან საქმეთა სამინისტროს მოქმედი თანამშრომელი დააკავა, რომელსაც ბრალი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში ედება.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 321-ე მუხლით მიმდინარეობს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ყოველთვის განსაკუთრებით მკაცრი და შეუვალი იქნება ნებისმიერი, მცირე მასშტაბის შიდა ინფორმაციის გატანის მიმართაც კი და პირი, რომელიც მსგავს ქმედებას ჩაიდენს, უმკაცრესად იქნება დასჯილი”- ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.