MULTIMEDIA.GE - გადამოწმებული ახალი ამბები გასაგებ ენაზე

86 წლის ასაკში გარდაიცვალა ქართველი კინორეჟისორი, სცენარისტი, მსახიობი, მხატვარი და პოეტი რეზო ესაძე.

რეზო ესაძე დაიბადა 1934 წლის 18 თებერვალს, სოფელ შემოქმედში. 1956 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი. 1956-58 წლებში მუშაობდა ფიზიკის მასწავლებლად სკოლაში.

1964 წელს დაამთავრა მოსკოვის საკავშირო სახელმწიფო კინემატოგრაფიია ინსტიტუტის კინოსარეჟისორო ფაკულტეტი. 1966 წლიდან მუშაობდა სტუდია ლენფილმში, ხოლო 1972 წლიდან „ქართულ ფილმში“.

მონაწილეობა აქვს მიღებული 122 ფილმში. გადაღებული აქვს 11 ფილმი.

თქვენი კომენტარი?