MULTIMEDIA.GE - გადამოწმებული ახალი ამბები გასაგებ ენაზე

ნოდარ მელაძემ “მთავარი არხი”-ს დატოვება დაადასტურა ფეისბუქ სტატუსით, რომელიც ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა.

“ბევრი წარმატება, იმ მაგარ გუნდს რომელიც რჩება ამ არხზე”- დაწერა მელაძემ.

მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ტელევიზია ასევე დატოვეს ჟურნალისტებმა: ვასილ დაბრუნდაშვილმა, ეკო მაღრაძემ და მაკა ანდრონიკაშვილმა.

არხის დატოვების ზუსტი მიზეზები უცნობია და როგორც ჟურნალისტები ამბობენ, ეს არის შიდა თემა, რაზე საუბარსაც არ აპირებენ, ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე.

თქვენი კომენტარი?