MULTIMEDIA.GE - გადამოწმებული ახალი ამბები გასაგებ ენაზე

“როგორც საზოგადოებამ იცის, საგარეო საქმეთა სამინისტროს დღევანდელი საქმიანობის მნიშვნელოვანი ნაწილი,80 პროცენტი, თუ მეტი არა, არის ფოკუსირებული ჩვენი მოქალაქეების ბედზე,ზრუნვაზე და მათ ეტაპობრივ დაბრუნებაზე საქართველოში.”-ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა,დავით ზალკალიანმა ტელეკომპანია “იმედის” ეთერში განაცხადა

მინისტრის თქმით, მსოფლიოში კორონავირუსის პანდემიის გავრცელების ფონზე შექმნილი რთული სიტუაციის მიუხედავად,საქართველოს საზღვარგარეთ მოქალაქეების დახმარების მიმართულებით მნიშვნელოვანი შედეგები აქვს.

მისივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე სამშობლოში საქართველოს 6747 მოქალაქეა დაბრუნებული,რაც საკოორდინაციო საბჭოს კოორდინირებული მუშაობის შედეგია. მინისტრის განცხადებით,ამ პროცესს კოორდინაციას უშუალოდ უწევს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.

“მე ყოველდღიურად ვაწვდი ინფორმაციას საკოორდინაციო საბჭოს თუ როგორ მიმდინარეობს ეს პროცესი,არამხოლოდ დაბრუნების კუთხით,არამედ ადგილზე ჩვენი მოქალაქეების უფლებების დაცვის თვალსაზრისით,მათთვის ყოფითი პრობლემების შემსუბუქების მიმართულებით,ძალიან დიდი საქმიანობაა გაწეული. 9000-ზე მეტ ჩვენს მოქალაქეს ადგილზე გაეწია დახმარება,მათ შორის თავშესაფრის უზრუნველყოფის კუთხით,ასევე პირველადი საყოფაცხოვრებო ნივთების მომარაგების თვალსაზრისით.”- აღნიშნა მინისტრმა.

როგორც დავით ზალკალიანმა განაცხადა,საზღვარგარეთ საქართველოს საელჩოები და საკონსულო სამსახურები არიან მაქსიმალურად მობილიზებული,რათა დახმარება აღმოუჩინონ რთულ სიტუაციაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს. ამავე დროს, საელოჩოების აქტიური ძალისხმევით ხორციელდება საქართველოსთვის სამედიცინო ნედლეულის და პროდუქციის მობილიზება.

“თქვენ იცით,რომ ძალიან გართულებულია სიტუაცია მთელს მსოფლიოში,ბევრ ქვეყანას აქვს დაწესებული ამკრძლავი ზომები,ემბარგო აქვთ დადებული ბევრ პროდუქციაზე რომელიც იქ იწარმოება,იგივე სამედიცინო აპარატურა და სხვადასხვა ნედლეული.

ამ სიტუაციაში ჩვენი საელჩოები მართლაც წარმოუდგენელ აქტივობას აჩვენებენ,იგივე ტესტების კუთხით,იგივე ნედლეულის მოპოვების და სამედიცინო აღჭურვილობის კუთხით ძალიან დიდი შრომაა ჩადებული და მე ვიტყოდი,რომ საქართველო, პატარა ქვეყანა, რომელიც შეზღუდულია რესურსებით, იძლევა საუკეთესო მაგალითს,თუ როგორ უნდა იზრუნო შენს მოქალაქეებზე,რა თქმა უნდა ჩვენ უფრო მეტს გვინდა დავეხმაროთ,მაგრამ მაქსიმალური მობილიზაციაა და არსებული რესურსების ფარგლებში,ჩვენ მაქსიმუმს ვაკეთებთ რომ ადამიანებს ყოფითი პრობლემები შევუმსუბუქოთ.“- განაცხადა დავით ზალკალიანმა.

თქვენი კომენტარი?