MULTIMEDIA.GE - გადამოწმებული ახალი ამბები გასაგებ ენაზე

ირინა სარიშვილის გამოხმაურება საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით:

“ვიდეო უნდა ჩამეწერა მაგრამ ისეთ ნაპერწკლებს ვისვრი თვალებიდან და ისე ვარ გაცეცხლებული რომ ამჯერად წერილობით ვამჯობინე ვთქვა ის რაც ჩემს და ალბათ თქვენს გულშიც ტრიალებს.

როგორც მოსალოდნელი იყო, საგანგებო მდგომარეობა გაგრძელდა,ისევ ისეთი– შერჩევითი და ისევ კანონმორჩილი მოქალაქეების სასიცოცხლოინტერესების გათვალისწინების გარეშე!

რაც ყველაზე გამაოგნებელია, გაგრძელდა მსუბუქი ავტომობილების გადაადგილებაზე შეზღუდვაც, რამაც წარმოუდგენელი პრობლემები შეუქმნა ხალხს განსაკუთრებით იქ, სადაც აფთიაქი და სასურსათო მაღაზია ახლოს არ არის, ხოლო ე.წ. სამთავრობო ცხელი ხაზი მუდმივად დაკავებულია და სასწრაფო გადაუდებელი პრობლემა თუა ან კანონი უნდა დაარღვიო ან დარჩე ექიმის, წამლის ან რაიმე სხვა აუცილებელი პროდუქტის გარეშე! რაც მთავარია, სრულიად გაუგებარია, რა კავშირშია ეს შეზღუდვა მოქალაქეების უსაფრთხოებასთან, მით უმეტეს რომ ესეც შერჩევითია!

ამ ყველაფრის ფონზე:
1.ხელისუფლება უარს ამბობს სწრაფ მასობრივ ტესტირებაზე, რაც აგვაცდენდა ამ მასშტაბის საგანგებო მდგომარეობას, რომელიც ყველფერთან ერტად შიმშილით სიკვდილით ემუქრება ამ მდგომარეობით ფსიქიკაშერყეულ მოსახლეობას.

2. ხელისუფლება უარს ამბობს უსერიოზულეს დახმარებაზე, რაც არსებულ საგანგებო მდგომარეობას ფინანსურად ნაკლებად მტკივნეულს გახდიდა ადამიანებისთვის; უარის მოტივი პოლიტიკურია.

3. ხელისუფლება უარს ამბობს ექიმებისთვის და პაციენტებისთვის საჭირო ინვენტარის საჩუქრად მიღებაზე და ამ უარის მოტივიც პოლიტიკურია.

4. ხელისუფლება აგრძელებს მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობას და ამით უარს აცხადებს ოქტომბრის არჩევნებზე, რომელიც უკვე კანონით ვეღარ ჩატარდება რაკი საგანგებომ მაისის ბოლომდე გადაიწია.

5. ხელისუფლება პოლიტიკური მოტივით წირავს საკუთარ მოქალაქეებს ემიგრაციაში და უარს ამბობს მათ უფასო ჩამოყვანაზე სამშობლოში, რომელსაც მას სთავაზობენ და ამის ნაცვლად უსევ შერჩევის პრინციპით ყიდის ბილეთებს უფულოდ და უპატრონოდ დარჩენილ ქართველ ემიგრანტებზე!

ეს ხელისუფლება ებრძვის არა კორონას, არამედ საკუთარ ხალხს! ეს ხელისუფლება იბრძვის არა ხალხის გადასარჩენად, არამედ ძალაუფლების შესანარჩუნებლად!

და სწორედ ამიტომ, არავითარი აზრი არანაირ მორატორიუმს ხელისუფლების კრიტიკაზე არა აქვს და ნებისმიერი ვინც განაცხადებს რომ შემქნილი მდგომარეობიდან გამომდინარე გვერდით უდგას ამ ბრძოლაში ხელისუფლებას, არის მისი თანამზრახველი ან სრული ჩლუნგი! ან ორივე ერთად!

დღეს ხალხს კორონასი ეშინია და ამ შიშით იმართება, თან ძალიან დაბნეულია ამ ყველაფრის შემხედვარე!

ხვალ, როცა მთელი ქვეყნის მასშტაბით შიმშილი დაიწყება, აი ამ დღის გეშინოდეთ საკუთარი ხალხის წინააღმდეგ მომართულო ხელისუფალნო! სწორედ შიმშილი, ის შიმშილი რომელიც თავადვე გამოიწვიეთ, მოგიღებთ თქვენ ბოლოს და მერე იცეკვეთ TikTok-ში ჩა–ჩა–ჩა! კორონას დასასრული თქვენი დასასრულის დასაწყისია მეოცნებეებო! წამზომი ჩაირთო” – წერს ირინა სარიშვილი ფეისბუქში.

თქვენი კომენტარი?