MULTIMEDIA.GE - გადამოწმებული ახალი ამბები გასაგებ ენაზე

კორონა ვირუსით საქართველოში კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა, საერთო ჯამში დაღუპულთა რაოდენონა 5-მდე გაიზარდა. ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა ლალი ტურძელაძემ განაცხადა

„ჩვენთან აპარატურულ სუნთქვაზე იყო უკვე კარგა ხანია,  ამ პაციენტს გადატანილი ჰქონდა მიოკარდიუმის ინფარქტი, გულის უკმარისობა, სუნთქვის მწვავე უკმარისობით შემოვიდა და ამიტომ მოხდა მისი აპარატზე გადაყვანა.

პაციენტს აღენიშნებოდა მიოკარდიუმის ინფარქტის გამო თავისი გართულებები, სასუნთქ გზებშიც გართულებები, რასაც დაემატა ორმხრივი მწვავე პნევმონია, სეფტიური შოკი და სიკვდილის უშუალო მიზეზი იყო ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია.

ასეთი სახის გართულება ახასიათებს ძირითადად კორონავირუსს. ძალიან ბევრი შრომა გასწიეს ჩვენმა რეანიმატოლოგებმა, თუმცა შედეგი ვერ დადგა კარგი. ჩვენს კლინიკაში პაციენტი იყო 2 კვირის განმავლობაში“, – განაცხადა ლალი ტურძელაძემ.

თქვენი კომენტარი?