MULTIMEDIA.GE - გადამოწმებული ახალი ამბები გასაგებ ენაზე

ფსიქოთერაპევტი ნათია ფანჯიკიძე ფეისბუქში წერს:

“ვერ ვადევნებ თვალს ყველა წვრილმანს, ვერც მსხვილმანს და რა მაინტერესებს იცით? პლანეტის მოსახლეობის 60-70% დაავადდება კორონათიო, ასეთია მოლოდინი, ხოდა, ასე უნდა ვიყოთ დაპატიმრებული, სანამ ვირუსი თავისი ბუნებრივი ძილით არ მიიძინებს, თუ რაში იყენებს სახელმწიფო ამ დროს? დამატებითი სპეციალისტების დატრენინგებაზე, სუნთქვის აპარატების შეძენაზე ზრუნავენ? ამ საფრთხესთან უკეთ გამკლავებისთვის ჯანდაცვის სისტემის გაძლიერებას ხმარდება ეს დრო? თუ მხოლოდ დამალვაა ჩვენი ერთადერთი პრევენცია, რომ ძალიან ნელ და გრძელ რიგში ჩავდგეთ?
არ გეგონოთ, კიდევ ერთი თვე სახლში ყოფნა მიმაჩნდეს დიდ პრობლემად, უბრალოდ მერე რა ხდება, ის თუ იცით ვინმემ?”- წერს ნათია ფანჯიკიძე.

თქვენი კომენტარი?