MULTIMEDIA.GE - გადამოწმებული ახალი ამბები გასაგებ ენაზე

დავით ჩიხელიძე – დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის ხელმძღვანელი.

“დღეს, წარმოდგენილი მთავრობის ანტიკრიზისული გეგმა, რა თქმა უნდა დადებითად უნდა შეფასდეს, გეგმა არის რეალისტური და სრულად პასუხობს ქვეყანაში დღეს არსებულ გამოწვევებს. მთავრობამ გვაჩვენა, რომ მათი ანტიკრიზისული გეგმა/პოლიტიკა თავისი რაციონალურობით და თანასწორობის პრინციპის დაცვით, ევროპის ბევრი განვითარებული სახელმწიფოსთვისაც კი მისაბაძი არის.

დავიწყოთ თავიდან, მსოფლიო პანდემიის და ეკონომიკის გაჩერების ფონზე, მნიშვნელოვნად შემცირდა სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულებების ნაწილი, რაც რამდენიმე მილიარდი ლარის დანაკარგს ნიშნავს, ამას დაემატა გაზრდილი ხარჯები, რაც ჩვენი ქვეყნისთვის, მნიშვნელოვან გამოწვევად იქცა.

სასიხარულოა, რომ მთავრობამ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების და მეგობრების დახმარებით, უპრეცენდენტო ფულადი სახსრის მობილიზება შეძლო, რაც მთავრობას შესაძლებლობას აძლევს საკუთარ მოქალაქეებს დაეხმაროს, საქმით აჩვენოს, რომ მათთვის თითოეული ადამიანი მნიშვნელოვანია.

ყველაზე მნიშვნელოვანი და სასიხარულოა, რომ მთავრობის ანტიკრიზისული გეგმა თითოეულ ადამიანს,  ჯგუფს და სექტორს მოიცავს, რაც სოციალური თანასწორობის და ადამიანზე ზრუნვის კარგ მაგალითს წარმოადგენს, პრაქტიკულად არ რჩება ადამიანი/ჯგუფი, რომელზეც სახელმწიფო არ ზრუნავს.

ჩვენ ქვეყანას, აქვს შეზღუდული რესურსი, მაგრამ რეალობის და ეკონომიკის სიდიდის გათვალსიწინებით, ის რაც მთავრობამ გააკეთა არის მაქსიმუმი, აღნიშნული ადასტურებს, რომ ქვეყანას მართავს პროფესიონალთა გუნდი, რომლისთვისაც ამოსავალ წერტილს ადამიანის კეთილდღეობა წარმოადგენს, გუნდი რომელსაც შეუძლია კრიზისულ და ფორსმაჟორულ სიტუაციას თავი ღირსეულად გაართვას”

თქვენი კომენტარი?