დღევანდელი არჩევანით ჩვენ საბოლოოდ უარს ვიტყვით სიცრუესა და ძალადობაზე – ბიძინა ივანიშვილი (ვიდეო)

493
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE IMG.GE

პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთა. მისი თქმით, დღევანდელი არჩევანით, რასაც უმრავლესობა გააკეთებს  საბოლოოდ უარს იტყვის იტყვის სიცრუეზე, ძალადობასა და უკულტურობაზე. მისი თქმით, ხმა საქართველოს ევროპულ არჩევანს მისცა.

„მე ვფიქრობ რომ დღევანდელი არჩევანით, რომელსაც საქართველოს უმრავლესობა გააკეთებს, ჩვენ საბოლოოდ უარს ვიტყვით სიცრუესა და ძალადობაზე, უკულტურობაზე და მოვძებნით ჩვენს სწორ გზას, ევროპა და კულტურა. ეს იქნება პატივისცემა ჩვენი დიდი ისტორიის, რომელიც ჩვენი ყველაზე დიდი სიმდიდრე გახლავთ და საბოლოოდ ჩვენს დიდ ოჯახს შევუერთდებით, რომელიც გახლავთ განვითარებული ევროპა” – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

თქვენი კომენტარი?
IMG.GE