MULTIMEDIA.GE - გადამოწმებული ახალი ამბები გასაგებ ენაზე

უკრაინელი ხალხი ჩვენთვის მოძმე ხალხია, უკრაინის სახელმწიფო ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია და გრძელვადიან პერსპექტივაში ამას ვერაფერი შეცვლის, ვერანაირი ვიწრო პოლიტიკური კონიუნქტურა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უკრაინის ვიცე-პრემიერის თანამდებობაზე მიხეილ სააკაშვილის კანდიდატურის წარდგენასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ, პრესკონფერენციაზე განაცხადა.

თუმცა, მთავრობის მეთაურის თქმით, მსგავს ნაბიჯს საქართველოს მხრიდან შესაბამისი რეაქცია მოყვება.

„სტრატეგიული პარტნიორის მიერ საქართველოში მძიმე დანაშაულებისთვის უკვე გასამართლებული, მისჯილი და ძებნილი ადამიანის ვიცე-პრემიერად დანიშვნა ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია. ისევე, როგორც ჩემთვის პირადად კატეგორიულად მიუღებელია ჩემი ქვეყნის პრეზიდენტის უკრაინის რომელიღაც რესტორანში თმებით თრევა და „ომონის“ თუ პოლიციის მეშვეობით მისი იქიდან გამოყვანა. მსგავს ნაბიჯს, რა თქმა უნდა საქართველოს მხრიდან შესაბამისი რეაქცია მოყვება. ჩვენ ჯერ ელჩი არ გამოგვიწვევია, მაგრამ თუ ასეთი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, რა თქმა უნდა, ჩვენ მინიმუმ კონსულტაციებისთვის მას გამოვიწვევთ“,- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

თქვენი კომენტარი?