MULTIMEDIA.GE - გადამოწმებული ახალი ამბები გასაგებ ენაზე

28 აპრილს, დანიიდან და სკანდინავიის სხვა ქვეყნებიდან საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში დაბრუნდებიან.

🇩🇰 მიმდინარე წლის 28 აპრილს, დანიის სამეფოდან კოპენჰაგენი-თბილისის მიმართულებით რეისს შეასრულებს ავიაკომპანია “Georgian Airways”, რომელიც დანიაში და სკანდინავიის სხვა ქვეყნებში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს სამშობლოში დააბრუნებს.

აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ერთობლივი ძალისხმევით იქნა მიღებული.

 როგორც ცნობილია, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ჩართულობით და საკრუინგო კომპანია “Elvictor Crew Management Service”-ის ორგანიზებით, ქართველი მეზღვაურები “Georgian Airways”-ის სპეციალური რეისით საქართველოდან კოპენჰაგენში გაემგზავრებიან.

ამავე რეისით, საქართველოს მთავრობისა და საკრუინგო კომპანიის “Elvictor Crew Management Service” შეთანხმების საფუძველზე, დანიაში და სკანდინავის სხვა ქვეყნებში მყოფი საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში დაბრუნდებიან.

ბილეთების რელიზაცია დაიწყება რეისამდე ორი დღით ადრე,”Georgian Airways”-ის ვებ-გვერდზე.

თქვენი კომენტარი?