MULTIMEDIA.GE - გადამოწმებული ახალი ამბები გასაგებ ენაზე

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ კომენტარი გააკეთა იმ ბრალდებების საპასუხოდ, თითქოს კორონავირუსით ინფიცრებულთა შესახებ რეალური მონაცემები დამალულია.

„ვირუსის შიდა გავრცელების პერიოდი, საბედნიეროდ, გრძელდება კონტროლირებადი,ზომიერი მატებით. ეს სტატისტიკური მონაცემები არის აბსოლუტურად ჭეშმარიტი და სწორი.

ტელეჟურნალისტების რაღაც ნაწილს რატომ უჩნდებათ კითხვები, რომ ეს არ არის სწორი მონაცემები, არის დამალული მონაცემები, არ ვიცი. ასე მგონია, თითქოს სურვილი აქვთ, მართლა მეტი იყოს, შთაბეჭდილება იქმნება ასეთი, თორემ სინამდვილეში არსებული მონაცემები არის აბსოლუტურად ჭეშმარიტი და სწორი, ეს სტატისტიკა არის ჩვენი ქვეყნის გამარჯვება.

შესაშური სტატისტიკური მონაცემებია, რომელიც დადო ქვეყანამ და ეს ყველას ერთად უნდა გვიხაროდეს. ძალიან გთხოვთ, ნუ გაქვთ ეჭვები ამ სტატისტიკურ მონაცემებში“, – აღნიშნა ეზუგბაიამ.

თქვენი კომენტარი?