“არის ხალხი, რომლისგანაც ვერაფერი დავაყენე, მიუხედავად დიდი ძალისხმევისა. ასე იყო მაგალითად ირაკლი ოქრუაშვილი, რომელიც ადრე აღმოვაჩინე, თან გადავყევი, ის კი აჰყვა ამბიციებს, ჩაეფლო კორუფციაში, შეეკრა პატარკაციშვილს და გაიმსჭვალა ბოღმით ჩემს მიმართ.
სამწუხაროდ მსგავს სიტუაციაში აღმოჩნდა ნიკა მელია, რომელსაც ძალიან ბევრჯერ, ბევრი რამე გავუტარე, მათ შორის ჩემზე სრულიად გაუგებარი თავდასხმები წლების განმავლობაში. სულ მქონდა იმედი, რომ რამე დადგებოდა მისგან, ყველანაირად ვუჭერდი მხარს და ვაიგნორებდი სკეპტიკოსებს, რომლებიც მიმითითებდნენ მის განათლების არ ქონაზე და უიდეობაზე.
ბოლოს მაინც მარცხი განვიცადე და მელია აღმოჩნდა იმავე ჭაობში სადაც უკვე არიან ოქრუაშვილი, ბოკერიები და ზოგი სხვაც. გულწრფელად მენანება ის ამ როლისთვის, მაგრამ უკვე არაფრის გაკეთება აღარ შემიძლია სინანულის გამოთქმის გარდა.
ერთადერთი რასაც მთელი გულით ვისურვებ არის ის, რომ ნიკანორი რაც შეიძლება სწრაფად გათავისუფლდეს და დაუბრუნდეს მის ოჯახს, ჩაეხუტოს თავის შვილს. ჩემთვის პოლიტიკა არა მხოლოდ ამბიციაა, არამედ პირველ რიგში ადამიანობაა. არანაირი ცუდი გრძნობები მის მიმართ საერთოდ არ გამაჩნია და არც არავის მოვუწოდებ ამისკენ. მოხდა ის რაც მოსახდენი იყო.
ძვირფასო ნიკა თავისუფლებას და ბედნიერ ცხოვრებას გისურვებ.“- წერს მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში.
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს


