MULTIMEDIA.GE - გადამოწმებული ახალი ამბები გასაგებ ენაზე

რამდენიმე დღის წინ, “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ლევან ხაბეიშვილმა გაავრცელა ვიდეო, რომელიც საავტომობილო შეზდუღვების პერიოდშია გადაღებული. კადრში ჩანს ოთარ ფარცხალაძე, რომელიც თავისუფლად გადაადგილდებოდა. ამასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა “ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ “ღამის კურიერი”-ს ეთერში სტუმრობისას.

“აქ ძალიან მარტივი პასუხი მაქვს, თუ იყო შესაბამისი ნებართვა გაცემული უნდა დადგინდეს რა იყო ამის საფუძველი. თუ არ იყო საფუძველი, ამას სჭირდება რეაგირება. ეს არის ხელისუფლების საქმე და ჩვენც შეგვიძლია ამით დავინტერესდეთ და თუ არ იყო გაცემული ნებართვა და ისე გადაადგილდებოდა პირი, ისეთივე სანქცია უნდა გამოიწეროს, როგორც გამოიწერება ნებისმიერი მოქალაქის შემთხვევაში. მე არ ვიცი პრივილეგირების შემთხვევები, თუ დაირღვა კანონი, საჭიროა სანქციები,”- აღნიშნა კობახიძემ.

თქვენი კომენტარი?