MULTIMEDIA.GE - გადამოწმებული ახალი ამბები გასაგებ ენაზე

ჟურნალისტი ნინია კაკაბაძე, ტვ პირველის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელის პოზიციიდან, ნინო ჟიჟილაშვილის წასვლას ეხმიანება და მიიჩნევს, რომ ეს არის არასწორი გადაწყვეტილება:

“ძალიან ვწუხვარ რომ ასეთი არასწორი გადაწყვეტილება მიიღეთ. პირდაპირ გეტყვით, რომ თქვენს არხზე ყველაზე სუსტი რგოლი ყოველთვის იყო ახალი ამბების ბლოკი, რომელიც უკანასკნელი 2 თვის მანძილზე, ნინო ჟიჟილაშვილის ხელმძღვანელობის პირობებში, გახდა ყველაზე ძლიერი.

როგორც იქნა ტვ “პირველის” საინფორმაციო გამოშვებაში ეთიკური ჟურნალისტიკა იქცა წამყვან ძალად, იყო ყველაზე მეტად ინფორმაციული, ოპერატიული, ანალიტიკური… ახლა კი გვექნება საინფორმაციო, რომელიც იდგება იმ პრინციპებზე, რასაც თანამედროვე სამყაროში ანტიჟურნალისტიკა ქვია და რაც ჩვენ სხვა არხზე უკვე ნანახი გვაქვს. ძალიან სამწუხაროა, ძალიან. ამას ვამბობ მე, თქვენი ძალიან დიდი გულშემატკივარი”– წერს ნინია კაკაბაძე.

თქვენი კომენტარი?