25 ივნისიდან, თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებს შორის რეგულარული ფრენები იწყება.
აღნიშნული მიმართულებით რეისებს კვირაში ოთხჯერ, ავიაკომპანია “ჯორჯიან ეარვეისი” შეასრულებს.
ზაფხულის სანავიგაციო სეზონის განმავლობაში, თბილისი-ბათუმი-თბილისის საჰაერო ხაზზე ფრენები ყოველ სამშაბათს, ხუთშაბათს, შაბათსა და კვირას,
Boeing 737 ტიპის ხომალდით შესრულდება.
თბილისის საერთაშრისო აეროპორტიდან აღნიშნულ დღეებში რეისები 09:00-ზე განხორციელდება, ბათუმიდან კი 19:30-ზე.
ფრენის ხანგრძლივობა 45 წუთს შეადგენს.
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს


