გუბაზ სანიკიძე მიიჩნევს, რომ სააკაშვილს მოქალაქეობა უნდა დაუბრუნდეს

596
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE IMG.GE

“დემოკრატიული მოძრაობის” წევრი გუბაზ სანიკიძე ხელისუფლებას ერთგვარ პოლიტიკურ ექსპერიმენტს სთავაზობს და მოუწოდებს საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს დაუბრუნოს მოქალაქეობა, მისი თქმით,  ამის შემდეგ გამოჩნდება, რეალურად აპირებს თუ არა ის საქართველოში ჩამოსვლას. ამ საკითზე გუბაზ სანიკიძემ TV “პირველი”-ს გადაცემა “რეაქციის”- ეთერში სტუმრობისას ისაუბრა, მანვე დასძინა, რომ გარდა ამისა, მიხეილ სააკაშვილი არის ეთნიკურად ქართველი და მას მოქალაქეობა კონტიტუციით აქვს მინიჭებული.

“ძვირფასო ხელისუფლების წარმომადგენლებო, თქვენ ამბობთ რომ ვერ გაბედავს სააკაშვილი ჩამოსვლას და მშიშარაა. ძალიან კარგ რჩევას მოგცემთ აბა ვცადოთ და მგონი ყველასთვის მისაღებიც უნდა იყოს, დაუბრუნეთ სააკაშვილს მოქალაქეობა და ბურთი გადაუგდეთ იქეთ, მერე ჩამოვა თუ არა, მას დააბრალეთ, მერე გაირკვევა, ის მშიშარაა, სუსტი თუ ძალგულოვანი. ის არის ეთნიკური ქართველი, მისი ფესვები არის ამ ქვეყნიდან, მიქარა, როდესაც დათმო ამ ქვეყნის მოქალაქეობა და უარი თქვა ქვეყნის პრეზიდენტობაზე”– განაცხადა გუბაზ სანიკიძემ გადაცემა “რეაქციის” ეთერში სტუმრობისას.

თქვენი კომენტარი?
IMG.GE