MULTIMEDIA.GE - გადამოწმებული ახალი ამბები გასაგებ ენაზე

თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატები და “ქართული ოცნების” ყოფილი წევრები, ჯაბა ჯიშკარიანი და ვატო შაქარიშვილი, უკრაინის მთავარობაში, მიხეილ სააკაშვილის შესაძლო დანიშვნასთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ:

“გვსურს გამოვეხმაუროთ ჩვენი ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის და სახელმწიფო დამნაშავის მიხეილ სააკაშვილის მიერ შესაძლო მაღალი თანამდებობის დაკავების საკითხს.

ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში სააკაშვილი ჩაიწერა, როგორც ძალადობრივი რეჟიმის და ავტოკრატიული მმართველობის შემოქმედი, რომლის რეპრესიულ მანქანას წლების განმავლობაში ეწირებოდა ადამინათა სიცოცხლე, თავისუფლება, ღირსება და სხვა ფუნდამენტური უფლებები. ის, ქართულმა საზოგადოებამ მრავალწლიანი შეუპოვარი ბრძოლის და უდიდესი კონსოლიდაციის შედეგად 2012 წლის 1 ოქტომბერს არჩევნების გზით დაამარცხა.

ბოროტებაზე გამარჯვების შემდეგ საზოგადოებას ჰქონდა სამართლიანობის აღდგენის მოლოდინი, რაც პირველ რიგში დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემას გულისხმობდა. სამწუხაროდ ქართული ოცნების ხელისუფლებამ ეს უმთავრესი დანაპირები არ შეასრულა, მეტიც ჩენ ვხედავთ რეჟიმის სხვადასხვა კლასტერებს, რომლებიც დღეს ქართულ ოცნებაში არიან, არჩევით თუ დანიშნულ მაღალ თანამდებობებზე, მათ შორის რაც ყველაზე მძიმეა სასამართლოში, თანაც უვადოდ!

ჩვენ სააკაშვილთან დაკავშირებით გვაქვს მძიმე ემპირიული გამოცდილება, გვსურს ეს უარყოფითი გამოცდილება გავუზიაროთ უკრაინელ ხალხს და შევეცადოთ ავარიდოთ მოსალოდნელი საფრთხე რაც რეალური ხდება სააკაშვილის საჯარო თანამდებობაზე დანიშვით!

ამავე დროს გვაქვს სათქმელი ქართული ოცნების ხელისუფლებასთან – გეთანხმებით რომ უცხო ქვეყნის მიერ ჩვენს ქვეყანაში უმძიმესი ბრალდებებით გასამართლებული ადამიანის თანამდებობაზე დანიშვნა ქართული სახელმწიფოს და ქართველი ხალხის შეურაცხყოფაა, მაგრამ აქვე გეტყვით, რომ შენივე ქვეყანში, შენივე ხელით სააკაშვილის ჯალათი მოსამართლეების უვადოდ დანიშვნაც არ არის პატივისცემა და შენი ხალხის დაფასება!

სამწუხაროა რომ ქართული ოცნება მოქმედებს მხოლოდ საკუთარი პარტიული მიზანშეწონილობით და არა მოსახლეობის დაკვეთის შესაბამისად და როდესაც მათ შეეშინდათ სააკაშვილის მაღალ თანამდებობაზე დანიშვნის, ისინი გააქტიურდნენ. ეს ბადებს ეჭვს, რომ მათი წინააღმდეგობა არ არის გულწრფელი და ნაკარნახევია მხოლოდ ძალაუფლების დაკარგვის შიშით.”- განაცხადეს დეპუტატებმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.

თქვენი კომენტარი?