MULTIMEDIA.GE - გადამოწმებული ახალი ამბები გასაგებ ენაზე

მარიკა დარბიაშვილი – ეს სახელი და გვარი  ბევრისთვის უცხოა, თუმცა საკმარისია ნახოთ ან გაიხსენოთ ვიდეო, რომელშიც მას ირანელი პაციენტი, ინტერვიუს დროს შეჰყავს პალატაში, სადაც ამბობს “ვერ არის ეს კარგად, ვერ არის”-ო, მაშინვე გაგახსენდებათ.

მარიკა თბილისში, მეუღლესთან ერთად, ნაქირავებ ბინაში, არცთუ სახარბიელო პირობებში ცხროვრობს, ჰყავს ორი ბიჭი, უფროსი 27 წლის არის. ერთი მარიკას დედასთან, ხოლო მეორე დედამთილთან ცხოვრობს, რადგან დედაქალაქში ფიზიკურად არ არის პირობები.

მარიკას ნატვრაა, რომ მის ოჯახს ერთი პატარა სახლი ჰქონდეს. მისი მხიარული სახის უკან, სევდიანი და დარდით სავსე თვალები ჩანს.

რეპორტაჟი postv-მ მოამზადა.

თქვენი კომენტარი?