MULTIMEDIA.GE - გადამოწმებული ახალი ამბები გასაგებ ენაზე

რუსუდან შარაძის გამოხმაურება უკრაინაში, მიხეილ სააკაშვილის დანიშვნასთან დაკავშირებით, რომელიც რეფორმების აღმასრულებელ კომიტეტს უხელმძღვანელებს.

“მიშა დანიშნეს უკრაინაში, რაღაც კომიტეტის თავმჯდომარედ. უახლოეს ხანში, ეს საწყალი თავისით დაისამარებს თავს, მაგრამ ახლა რა გაუძლებს ბანდის აღტყინებულ ჭიხვინს?

არავის განადგურების მომხრე არ ვარ, მომხრე ვარ ენის ამოგლეჯვის, თუ გნებავთ – ენის სამუდამოდ ჩაგდების! ნაცების ხროვას ასე თუ არ მოუვა, არასდროს დამთავრდება მკვლელების ჯოგის ბოგინი.

ენის ჩაგდების ერთადერთი გზა არის – მათ უნდა შერცხვეთ ხმის ამოღება! სურვილის შემთხვევაში, ეს ძალიან მარტივია – დღის სინათლეზე უნდა გამოვიდეს და სამართლებრივად შეფასდეს ყველა ის დანაშაული – მკვლელობები, ხალხის წამება-გაუპატიურება, ტერიტორიების დაკარგვა და ა.შ., რაც ამ ბანდამ ჩაიდინა. სხვაგვარად, ეს უბედურება არასდროს დამთავრდება. ბატონო ბიძინა! იქნებ, ინებოთ კეთილი და დაამთავროთ ჩვენი წამება?!”– წერს რუსუდან შარაძე.

თქვენი კომენტარი?