MULTIMEDIA.GE - გადამოწმებული ახალი ამბები გასაგებ ენაზე

“პატრიოტთა ალიანსი”-ს გენერალური მდივანი, ირმა ინაშვილი ფეისბუქში პოსტს აქვეყნებს, რომელიც რამდენიმე საკითხს ეხება, ერთ-ერთია, უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ, მიხეილ სააკაშვილის დანიშვნა.

გთავაზობთ ამონარიდს მისი პოსტიდან:

“სააკაშვილმა საქართველო დაშალა. მან გარიგების გზით ჩააბარა კოდორი და ახალგორი, გაყიდა 150-ზე მეტი დასახლებული პუნქტი. ამ გზით ათიათასობით ოჯახს დაუნგრია ცხოვრება. სააკაშვილმა ქვეყანა გადააქცია ციხედ, გაასამართლა 300 000-ზე მეტი ადამიანი და ამ თვალსაზრისითაც გაანადგურა ათიათასობით ოჯახი. ვწუხვარ, რომ იგივე ბედი ელის უკრაინას. უარესიც კი” – !წერს ირმა ინაშვილი.

თქვენი კომენტარი?