MULTIMEDIA.GE - გადამოწმებული ახალი ამბები გასაგებ ენაზე

“დემოკრატიული ცვლილებების ცენტრი”-ს ხელმზღვანელი დავით ჩიხელიძე ეხმიანება უკრაინის რეფორმების ამასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე მიხეილ სააკაშვილის დანიშვნას.

“მსურს უკრაინაში, სააკაშვილის რეფორმების საბჭოში აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დანიშვნას გამოვეხმაურო, გაურკვეველია ზელენსკის სააკაშვილის დანიშვნა ვინ ურჩია, მაგრამ ფაქტია, რომ მისი გადაწყვეტილები ორი ქვეყნის ურთიერთობაზე ნეგატიურად აისახება, გონიერი და შორსმხედველი ლიდერი მსგავს ნაბიჯს არ გადაგამდა…

რაც შეეხება უშუალოდ სააკაშვილის დანიშვნას და რეფორმების საბჭოს არსს. საბჭო 2014 წელს პეტრე პოროშენკოს ინიციატივით შეიქმნა, ეს გახლავთ სახელმწიფო სტრუქტურების მკვდრადშობილი, უფუნქციო წარმონაქმნი, რომლის მიერ განხორციელებული მნიშნელოვანი რეფორმა უკრაინას არ ახსოვს.

საინტერესოა რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის დანიშვნის წესი, თავმჯდომარეს უკრაინის პრეზიდენტი ნიშნავს და არ არის არჩევითი თანამდებობა. ნათლად ჩანს, რომ სააკაშვილის რეიტინგი დაბალი არის (0.4% ბოლო არჩევნებში) შესაბამისად სააკაშვილის არჩევით თანამდებობაზე დანიშვნა შეუძლებელია, რადგან მას არც უკრაინულ პოლიტიკურ სპექტრში და არც მოსახლეობაში რეიტინგი არ აქვს!

ნიშანდობლივია, რომ სააკაშვილის დანიშვნამდე რამდენიმე საათით ადრე, სტრასბურგის სასამართლომ, მიშას „რეფორმატორობა“ კიდევ ერთხელ შეგვახსენა და გვითხრა, რომ სწორედ სააკაშვილის დროს ხდებოდა სისტემურ დანაშაული და ადამიანს არ ქონდა სრულყოფილი გამოძიების, დაცვის უფლებით სარგებლობის შესაძლებლობა. ახლო წარსულში სტრასბურგის სასამღთლომ ასევე გაგვახსენა, რომ სააკაშვილის დროს ადამიანების მიმართ არაადამიანური მოპყრობა და მთელი სახელმწიფო მანქანა ჩართული იყო, რომ დანაშაულის დაფარვა მომხდარიყო.

აი ასეთი „რეფორმატორი“, რეალურად კი დამნაშავე და საქართველოს სასამართლოს მიერ მსჯავრდებული სააკაშვილი შეიკედლა ზელენსკიმ „შეკედლებული დამნაშავეები ყოველთვის აგებენ პასუხს ისტორიის წინაშე!”- ამბობს დავით ჩიხელიძე.

თქვენი კომენტარი?