სალომე ზურაბიშვილმა დაადასტურა რომ ინაუგურაცია თელავში გაიმართება

284
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

საქართველოს არჩეულმა პრეზიდენტმა დაადასტურა, რომ 16 დეკემბერს, მისი ინაუგურაცია თელავში, ერეკლე მეორეს სასახლეში გაიმართება.

“როგორც უკვე გაიგეთ სხვებისგან თელავში ტარდება, მე მინდოდა, რომ მე ვყოფილიყავი ის, ვინც გეტყოდათ ამის შესახებ. მოვიწვევთ ყველას ვისთნაც გვაქვს დიპლომატიური ურთიერთობები და შემდეგ მათი გადასაწყვეტია ვინ შესძლებს ჩამოსვლას”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

თქვენი კომენტარი?
IMG.GE