ბოლო ამბები
07/07/2026

აღმოჩნდა, რომ “ქოცების” განათლების მინისტრი გაუნათლებელიცაა – მერაბ მეტრეველი

“ქოცების განათლების მინისტრი, გივი მიქანაძე ადრე ნაცების მთავრობაში რომ იყო და ახლა “ქოცების” მინისტრი გახდა, აღმოჩნდა, რომ მხოლოდ უპრინციპო და მედროვე კი არა, არამედ გაუნათლებლიცაა.”- წერს მერაბ მეტრეველი სოციალურ ქსელში და ეხმიანება განათლების მინისტრ გივი მიქანაძის ერთ-ერთ ინტერვიუს, რომელშიც ის შოთა რუსთაველის პოემას “ვეფხვისტყაოსანს უწოდებს.

“განათლების მინისტრმა არ იცის, რომ მთავარ ქართულ ლიტერატურულ ნაწარმოებს “ვეფხისტყაოსანი” ჰქვია და იქ “ვ” არ უნდა ჩაამატო, არ იცის და ეთერისთვის რომ ემზადებოდა ვერ დაიმახსოვრა იონე ზოსიმეს ნაწარმოების სახელი “ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი,” ეთერში ჯერ ენა ებმის და მერე ამბობს, იონე ზოსიმეს წიგნიო, არადა ეს ნაწარმოები სულ ნახევარ გვერდზე დატეული ჰიმნია.

აი, ამ ხალხის ხელშია დღეს ჩვენი განათლების სისტემა და ესენი ატარებენ მის რეფორმას.

და რა არის ეს რეფორმა? სასკოლო ფორმების დაბრუნება (ანუ დამატებითი ხარჯი მშობლებისთვის), წიგნებზე პატრიოტული ნახატების გამოსახვა და ქართული ენის წიგნში ილია მეორის ცოტატების შეტანა.

ამ ფსევდოპატრიოტიზმით უნდათ მოსახლეობის გულის მოგება. მართლა ვის ხელში ვართ!”- წერს მერაბ მეტრეველი.

ამ თემაზე:

სხვა ამბების წაკითხვა