განათავსე შენი რეკლამა აქ - დარეკე 577 13 11 12 IMG.GE

მას შემდეგ, რაც რადიო “თავისუფლების” ქართულ სამსახურს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს არაერთი კრიტიკა გამოითქვა ამ მედიასაშუალების სარედაქციო პოლიტიკის მიმართ, რადგან თვალშისაცემად შეიცვალა მისი სტანდარტები და გაშუქების პრინციპიც. ადრე თუ ნეიტრალური გამშუქებლის ამპლუაში იყო, ახლა თვალნათლივ ჩანს მისი სარედაქციო პოლიტიკა ცალკეული პოლიტიკური სუბიექტიების მიმართ. ამ შემთხვევაში საუბარია პატრიოტთა ალიანსზე და ამ პოლიტიკურ პარტიაზე მომზადებულ მასალებზე, რომელიც აშკარად გამოხატავს რედაქციის ნეგატიურ დამოკიდებულებას, რაც რადიო თავისუფლების ზოგად პრინციპებს ეწინააღმდეგება.

მედიაკავშირ “ობიექტივი”-ს მთავარი რედაქტორი ბონდო მძინარაშვილი რადიო “თავისუფლების” შესახებ პოსტს აქვეყნებს.

“რადიო “თავისუფლება” ჩემთვის მაშინ დამთავრდა, როცა ცნობილმა ჟურნალისტმა მარინა ვაშაყმაძემ თბილისის ბიუროს ხელმძღვანელის თანამდებობა დატოვა. მაშინ ქალბატონმა მარინამ განაცხადა, რომ ჟურნალისტური ღირებულებების უგულებელყოფას ვერ შეეგუებოდა, რის გამოც იძულებული გახდა, რადიოდან წასულიყო. მენეჯმენტის დაძალებას დავით კაკაბაძის და მარინა ვაშაყმაძის სამსახურიდან წასვლა მოჰყვა.

ახლა კი, როგორც ჩანს, რადიო “თავისუფლების” თბილისის ბიურო მთლიანად დაიცალა ჟურნალისტური ღირებულებებისგან, რომლის უგულებელყოფასაც კაკაბაძისგან და ვაშაყმაძისგან მოითხოვდნენ. ამიტომ აქვეყნებენ დეზინფორმაციებს. აი, თურმე რა სურდათ პროფესიონალებისგან – დავით კაკაბაძისგან და მარინა ვაშაყმაძისგან.

არ მიკვირს და სრულიად ბუნებრივია, რომ მათ უარი თქვეს ლევან რამიშვილის დაკვეთების შესრულებაზე. ახლა რადიო “თავისუფლება” ლევან რამიშვილის “თავისუფლების ინსტიტუტმა” დაიქვემდებარა და ბოკერიას სეფექალის – თამარ კინწურაშვილის და მისი მოახლეების ცილისწამებებს ციტირებს. მათ შორის, “პატრიოტთა ალიანსზე” და ტელერადიოკომპანია “ობიექტივზე”. სამწუხაროა, რომ რადიო “თავისუფლების” თბილისის ბიურო ნაცსექტის პროპაგანდისტად გადაიქცა!”- წერს მძინარაშვილი.

 

თქვენი კომენტარი?