MULTIMEDIA.GE - გადამოწმებული ახალი ამბები გასაგებ ენაზე

მიმაჩნია, რომ უკრაინაში მაღალ თანამდებობაზე საქართველოს მიერ ძებნილი პირის დანიშვნა არამეგობრული ნაბიჯია კიევის მხრიდან და მთავარი პასუხისმგებლობა სააკაშვილის „კარიერაზე“ ეკისრება ივანიშვილის რეჟიმს, რომელმაც სამართლიანობის აღდგენისთვის არაფერი გააკეთა.”– ამის შესახებ პარტია “თავისუფალი საქართველო”-ს თავმჯდომარე კახა კუკავამ ტვ პირველის დღის ამბებში სტუმრობისას განაცხადა.

“კარგად გვახსოვს სატელეფონო ჩანაწერი, რომელშიც ივანიშვილის მთავრობა უკრაინის შს მინისტრს ეხვეწებოდა, სააკაშვილი საქართველოსთვის არ გადმოეცათ.

მსგავსი არამეგობრული ნაბიჯი შეიძლება მხოლოდ საქართველოს გაუბედო, რომლის ხელისუფლებასაც ყველანაირი ავტორიტეტი დაკარგული აქვს, როგორც ქვეყნის შიგნით, ისევე ქვეყნის გარეთ. ყველას კარგად გვესმის, რომ უკრაინა ვერ და არ დანიშნავს მაღალ თანამდებობაზე აზერბაიჯანის, სომხეთის ან რომელიმე სხვა ქვეყნის მიერ ძებნილ პირს.”– განაცხადა კახა კუკავამ.

თქვენი კომენტარი?