MULTIMEDIA.GE - გადამოწმებული ახალი ამბები გასაგებ ენაზე

“პატრიოტთა ალიანსი”-ს გენერალურმა მდივანმა ირმა ინაშვილმა, 2020 წლის 8 მარტს, ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის გამართული შეხვედრისა და შეთანხმების დეტალებზე განმარტება გააკეთა.

ელჩების ინციატივით იმართებოდა შეხვედრები საარჩევნო სისტემის თემაზე! ხაზს ვუსვამ: საარჩევნო სისტემის თემაზე! და ამ შეხვედრებს ყველა საპარლამენტო პარტია ესწრებოდა და არა მარტო საპარლამენტო. მე ვადასტურებ, რომ ამ შეხვედრებზე ნაცმოძრაობაც და ბოკერიას პარტიაც, ასევე, მათ ირგვლივ გაერთიანებული პარტიები ნამდვილად გადადიოდნენ სხვა საკითხზე. კერძოდ, უგულავას გათავისუფლების საკითხზე და არა მარტო უგულავასი.

ასევე, ითხოვდნენ პირად ხელშეუხებლობას. მაგალითად, ბოკერია. მე ვადასტურებ, რომ ამ შეხვედრებზე (ჩემი თანდასწრებით) არც არჩილ თალაკვაძე და არც ირაკლი კობახიძე არ დათანხმებულან! მე ასევე ვადასტურებ, რომ შეხვედრები იყო ჩემს გარეშეც, ისინი ერთმანეთს ხვდებოდნენ ჩემს გარეშეც და ბოლოს, მე ვადასტურებ, რომ 8 მარტის შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო დოკუმენტი, რომლის მეორე პუნქტი, ჩემი აზრით, იყო ძალზედ ბუნდოვანი, არ ეხებოდა საარჩევნო სისტემას.

ამ პუნქტში სააკაშვილ-ბოკერიას პარტიები გულისხმობდნენ უგულავას და არა მარტო უგულავას გათავისუფლებას და ამას ღიად ამბობდნენ,ხოლო „ქართული ოცნები“ ამბობდა, რომ ამ პუნქტში სულ სხვა რამეს გულისხმობს.

ყველასათვის ცნობილია, რომ მე არ მოვაწერე ხელი ამ მეორე პუნქტს, ხოლო „ქართულმა ოცნებამ“ მოაწერა და რას და რატომ მოაწერა ხელი, იმედია, ამაზე განმარტებას თავად გააკეთებენ.”– განაცხადა ირმა ინაშვილმა.

MULTIMEDIA.GE – მულტიმედია

თქვენი კომენტარი?