MULTIMEDIA.GE - გადამოწმებული ახალი ამბები გასაგებ ენაზე

ხათუნა ხოფერიას გამოხმაურება გიორგი ვაშაძის განცხადებაზე, რომელიც ე.წ 8 მარტის შეთანხმების შესახებ გააკეთა და განაცხადა, რომ რომ “თუ მმართველი გუნდი შეთანხმებას დაარღვევს, ძალიან მძიმე შედეგებს მიიღებს!”

“ეს მუქარაა? თუ შანტაჟია? იქნებ, მტრობაა? ან ადამიანების გაწირვის მცდელობა?
სრულიად მსოფლიოში დაირღვა ყველა კანონზომიერება!
დაირღვა ადამიანების ყოველდღიური ცხოვრების წესი!
დაირღვა ეკონომიკური და საბანკო ხელშეკრულებები!
დაირღვა ტრადიციები!
დაირღვა რელიგიური რიტუალები!

დაირღვა ადამიანის უმთავრესი უფლება- სიცოცხლის უფლება! ახლა, ამათ რა უნდათ?!… ჩვენი და ჩვენი შვილების სიცოცხლის საფრთხის ხარჯზე პარლამენტში მოხვედრა?
რბილი სავარძლები და მაღალი ხელფასები? პარლამენტის მაღალი ტრიბუნა, საიდანაც სახეში შეაფურთხებენ მთელ ერს ისე, როგორც ამას აკეთებდნენ ბოლო 8 წლის მანძილზე? ღია ეთერი და ტელეარხები, რომ ისევ ტყუილიბში და ქაქში გვაცხოვრონ?

კრიზისით სარგებლობა და კოალიციური მთავრობის წევრობა?  მე არ ვიცი რაზე შეუთანხმდა საქართველოს მაოხრებლებს ოცნების, მსუბუქად რომ ვთქვა, საკმაოდ დაბალი რეიტინგის და ნდობის მქონე ყართა-ყურთა პოლიტიკოსები. არც მაინტერესებს!!

ახლა, ომია და ჩემს ქვეყანას უჭირს! ახლა, ხელისუფლება და ხალხი ერთია და ეს ომი ერთად უნდა მოვიგოთ! ახლა, როგორც არასდროს, ისე გვჭირდება არსებული მშვიდობის და სიმშვიდის შენარჩუნება! არავის ვურჩევ არსებულისთვის საფრთხის შექმნას და არც ჩვენი შვილების, მოხუცების, ავადმყოფების სიცოცხლით თამაშს!!!
ლამპას დაუწიეთ და წერას ნუ ჰყავხართ აყვანილი.

არც არსებულ პარლამენტს უქნია ხეირი ამ ძნელბედობის ჟამს და მომავალ პარლამენტში ვინ იქნება, ხომ საერთოდ აღარავის აინტერესებს!”- წერს ხათუნა ხოფერია ფეისბუქში.

თქვენი კომენტარი?