MULTIMEDIA.GE - გადამოწმებული ახალი ამბები გასაგებ ენაზე

თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვანკითში მკაცრი საკარანტინო რეჟიმი მოიხსნა. თუმცა სოფლის შესასვლელთან ე.წ სპეციალური გამშვები პუნქტი ისევ დარჩება, სადაც მოსახლეობის პროაქტიული თერმოსკრინინგი გაგრძელდება.

ამასთან, საქართველოს დიდი ქალაქების შესასვლელ-გასასვლელთან არსებულ სპეციალურ პოსტებზე დღეიდან მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები დარჩებიან. საბჭომ პოსტებიდან ამ ეტაპზე თავდაცვის ძალების მოხსნის გადაწყვეტილება მიიღო.

თქვენი კომენტარი?